• მთავარი
  • ჯილდოს შესახებ
    • შერჩევის კრიტერიუმები
    • შერჩევის პროცესი
    • ჟიური
    • სააპლიკაციო ფორმა
    • ნომინირება
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სიახლეები
  • ათეულთა კლუბი
    • საუკეთესო ათეული 2022
    • საუკეთესო ათეული 2021
    • საუკეთესო ათეული 2020
    • საუკეთესო ათეული 2019
    • საუკეთესო ათეული 2018
    • საუკეთესო ათეული 2017
  • გამარჯვებულები
  • სპონსორები და მხარდამჭერები
  • რესურსები
    • კრიტიკული აზროვნება
  • გალერეა
  • კონტაქტი
Tprize
    • მთავარი
    • ჯილდოს შესახებ
      • შერჩევის კრიტერიუმები
      • შერჩევის პროცესი
      • ჟიური
      • სააპლიკაციო ფორმა
      • ნომინირება
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სიახლეები
    • ათეულთა კლუბი
      • საუკეთესო ათეული 2022
      • საუკეთესო ათეული 2021
      • საუკეთესო ათეული 2020
      • საუკეთესო ათეული 2019
      • საუკეთესო ათეული 2018
      • საუკეთესო ათეული 2017
    • გამარჯვებულები
    • სპონსორები და მხარდამჭერები
    • რესურსები
      • კრიტიკული აზროვნება
    • გალერეა
    • კონტაქტი

    ხათუნა ნოზაძე

    ხათუნა ნოზაძე

    • ავტორი Tprize.GE
    • თარიღი ივლისი 19, 2022

     

    ხათუნა ნოზაძე თექვსმეტი წელია, ქიმიის მასწავლებელია. თანამშრომლობს თბილისის ბაქსვუდის საერთაშორისო და თბილისის მე-16 სკოლებთან. ის გახლავთ ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის აკადემიური დოქტორი და წამყვანი მასწავლებელი. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია სამეცნიერო ჟურნალებში. არის საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ის (www.ck12.org) კონსულტანტ-მასწავლებელი. თანამშრომლობდა დ. ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტთან, იყო  ქიმიის მენტორი  სამეცნიერო ბანაკებში ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებისთვის. როგორც დარგის მეცნიერი, მონაწილეობს  სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესში. ის სამეურვეო საბჭოს და ხარისხის განვითარების ჯგუფის წევრია.

    სამუშაო პრაქტიკიდან გამოყოფს პროექტს, „ტელესკოლა“, სადაც ქიმიის გაკვეთილების საშუალებით გუნდთან ერთად შექმნა მნიშვნელოვანი რესურსები მოსწავლეებისთვის. ასევე, ამ პროექტის საშუალებით მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის პრაქტიკის  წარმატებით გაზიარებაც განახორციელა. ხათუნა იყენებდა ხელით შექმნილ მარტივ, თვალსაჩინო რესურსებს და  აქტივობებს.

    ის მუდმივად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებსა და პროექტებში: საერთაშორისო კონფერენცია „CK-12-ის ქართული საგანმანათლებლო რესურსები – ინკლუზიური და ხარისხიანი განათლებისათვის“; „განათლება ციფრულ ეპოქაში“, „ციფრული ეპოქა და ცნობიერების რევოლუცია“; „მშობლის პროფესიული პრაქტიკის გაზიარება“; „მეცნიერება სახალისოა“ და სხვა. თანამშრომლობს ორგანიზაცია „ჰეი“-ს გუნდთან, რომელიც შეიქმნა სმენადაქვეითებული უნარების მქონე ბავშვებისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებულის ხათუნა რაზმაძის ხელმძღვანელობით. ის ასევე თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან, კომპანია „ტენესთან“. მასწავლებელი თვლის, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები სასკოლო თუ არაფორმალურ სივრცეში ზრდის  საგნისადმი მოსწავლის ინტერესს.

    ბაქსვუდის სკოლის დევიზია, „ვამზადებთ ცხოვრებისთვის“, რაც გულისხმობს საინტერესო სასკოლო ცხოვრებას, ხათუნაც სწორედ ამ დევიზით ხელმძღვანელობს, მის გაკვეთილს მინიჭებული აქვს გამოყენებითი ფუნქცია, თემის ახსნას იწყებს თავსატეხებით, სიტუაციური ამოცანებით, მოსწავლეები თავად გეგმავენ „საშინაო ექსპერიმენტებს“,  ქმნიან მოდელებს, თვალსაჩინოებებს. ის თვლის რომ მასწავლებლისთვის პრიორიტეტულია კეთებით, აღმოჩენებით სწავლება და რომ საგანთაშორისი კავშირები კომპლექსურად წარმოაჩენს მოსწავლისათვის თემას.

    ხათუნას მოსწავლეების სასწავლო შედეგები აღწერს იმ ცოდნას, უნარებსა და დამოკიდებულებას, რომელთა დემონსტრირების საშუალებაც მათ აქვთ. მისმა მოსწავლეებმა  მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეთა რესპუბლიკურ კონფერენციაში „ქიმია ხვალ“, მათ მიერ წარდგენილმა  პოსტერულმა მოხსენებამ დაიმსახურა საპრიზო ადგილი და მოიპოვა დაფინანსება სან დიეგოს უნივერსიტეტისგან, ასევე ქიმიის გუნდურ კონკურსში  მეორე საპრიზო ადგილი დაიმსახურეს და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში, პოლონეთში შემეცნებითი ტურის საგზური მოიპოვეს. წარმატების ჩამონათვალში შედის კონფერენცია „ოქროს რიცხვი – 2019“, მოხსენება „ელასტიკური ძვლები.“ 2020 წელი- საბუნებისმეტყველო ტურნირი  „ჩხირკედელა“-მეორე ადგილი, „ნატურალისტთა“ კონკურსები…

    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით ჩართულია სხვადასხვა აქტივობებში, მათ შორისაა საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12, სადაც როგორც პროექტის კონსულტანტ-მასწავლებელმა ელექტრონული რესურსების დანერგვის  მიზნით არაერთი შეხვედრა და ვებინარი ჩაატარა მასწავლებლებისთვის. ასევე, აღსანიშნავია კათედრის წევრებთან თანამშრომლობა.

    ხათუნა თვლის, რომ ქიმიის როლი მნიშვნელოვანია ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში. ფიქრობს, რომ გამოყენებითი ფუნქციის გაკვეთილები, საგანთაშორისი კავშირები, შეხვედრები საწარმოებთან და ქიმიის როლი გლობალური  პრობლემების გააზრებაში, საგნის საჭიროების და პოპულარიზაციის საწინდარია.

    ასევე აღნიშნავს, რომ  სკოლის წარმატება  თანამშრომლებთან გუნდური მუშაობის შედეგია. მისი აზრით, სამეურვეო საბჭოს წევრებთან, მშობლებთან, მოსწავლეებთან თანამშრომლობა ქმნის ძირითად ღირებულებებს, რაც ზრდის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას.

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

    • Share:
    author avatar
    Tprize.GE

    წინა სიახლე

    ნუგზარ სადიკოვი
    ივლისი 19, 2022

    შემდეგი სიახლე

    როლანდ შავაძე
    ივლისი 19, 2022

    დაკავშირებული სიახლეები

    288223186_1238683573548845_5068427204033841081_n
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია
    24 ივნისი, 2022
    20 05 მასწავლებლები ქპვერი (1)
    ვიდეოკონკურსი „მომავალი განათლებაშია“
    25 მაისი, 2022
    277822387_537095784439375_8449167787806128661_n
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
    4 აპრილი, 2022

    სიახლეები

    Tprize.GE
    სექტემბერი 25, 2018

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება

    Education WordPress Theme by ThimPress. Powered by WordPress.

    • Privacy
    • Terms
    • Sitemap
    • Purchase