• მთავარი
  • ჯილდოს შესახებ
    • შერჩევის კრიტერიუმები
    • შერჩევის პროცესი
    • ჟიური
    • სააპლიკაციო ფორმა
    • ნომინირება
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სიახლეები
  • ათეულთა კლუბი
    • საუკეთესო ათეული 2021
    • საუკეთესო ათეული 2020
    • საუკეთესო ათეული 2019
    • საუკეთესო ათეული 2018
    • საუკეთესო ათეული 2017
  • გამარჯვებულები
  • სპონსორები და მხარდამჭერები
  • რესურსები
    • კრიტიკული აზროვნება
  • გალერეა
  • კონტაქტი
Tprize
    • მთავარი
    • ჯილდოს შესახებ
      • შერჩევის კრიტერიუმები
      • შერჩევის პროცესი
      • ჟიური
      • სააპლიკაციო ფორმა
      • ნომინირება
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სიახლეები
    • ათეულთა კლუბი
      • საუკეთესო ათეული 2021
      • საუკეთესო ათეული 2020
      • საუკეთესო ათეული 2019
      • საუკეთესო ათეული 2018
      • საუკეთესო ათეული 2017
    • გამარჯვებულები
    • სპონსორები და მხარდამჭერები
    • რესურსები
      • კრიტიკული აზროვნება
    • გალერეა
    • კონტაქტი

    თამარ ადამია

    თამარ ადამია

    • ავტორი Tprize.GE
    • თარიღი ივლისი 18, 2019

    თამარ ადამია მუშაობს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26-ე საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლად. თამარის პედაგოგიური პრაქტიკა გამორჩეულია, რადგან ფსიქოლოგად, მასწავლებლად და ტრენერად მუშაობის გამოცდილება ეხმარება მარტივად შეძლოს ღირებულებებზე დაფუძნებული სწავლება. მაგალითად: მოსწავლეებში ეკოცნობიერების ასამაღლებლად გეგმავს ორიგინალურ ეკო გამოფენებს, წიგნიერების დონის ასამაღლებლად საბავშვო საგანმანათლებლო წიგნების პრო­ექტებს, შემოქმედებითობის გასავითარებლად-გამოფენებსა და სატელევიზიო მასტერ­კლასებს. მოსწავლეებს ასწავლის განსხვავებულად შეხედონ უკვე არასაჭირო ნივთს და აღმოაჩინონ მისი ორი­გი­ნალურად გამოყენების გზები. თამარი თვლის რომ ,,კეთებით სწავლა“ ერთ-ერ­თი უმთავრესი პროცესია სასკოლო ცხოვრებაში.

    თამარი ატარებს საწრეო და საკლუბო მუშაობას, მისი მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ შემოქმედებით კონფერენციებში, კონკურსებსა და გამოფენებში, იმსახურებენ სიგელებსა და სერ­ტი­ფიკატებს. თამარის რამდენიმე მოსწავლე სახელოვნებო ფაკულტეტის სტუდენტია, ისინი თვლი­ან რომ ეს მათი მასწავლებლის დამსახურებაა, რადგან სკოლის პერიოდში ხშირად მონაწი­ლეობას იღებდნენ საინტერესო პროექტში.

    თამარი ადგილობრივი სკოლის მასწავლებლებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით აწ­ყობს სამუშაო შეხვედრებს, საჩვენებელ გაკვეთილებს და ეხმარება მათ პროფესიულ ზრდაში. ასევე, როგორც აქტიური მოქალაქე და მასწავლებელი, მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად მართავს ეკოგა­მოფენებს საქველმოქმედო მიზნით, იღებს მოწვევებს და სტუმრობს საგანმანათლებლო არა­ფორ­­მალურ ღონისძიებებს, რომელიც იგეგმება საქართველოს სკოლებსა და ბიბლიო­თეკებში, ტელე­ვიზიებსა და რადიოში, მოსწავლეებში წიგნიერების დონის ასამაღლებლად. შეხვედრებზე საუბ­რობს წიგნების მნიშვნელობაზე, უკითხავს თავის ზღაპრებს, მოთხრობებს, შემდეგ ატარებს სახე­ლოვნებო მასტერკლასებს და თავის საქმიანობას აზიარებს ბლოგით. არის მასწავლებელთა გა­დამზადების ცენტრის “ლიბო-მნტ”-ს ტრენერი პროფესიულ უნარებში. პერიოდულად თანამშ­რომ­ლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და არტთერაპიის სეანსებით მდგომარეობას უმსუბუქებს ტრე­ფიკინგისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებსა და ბავშვებს; მონაწილეობას იღებს საქართველოს დაწყებითი განათლების (G-priEd)-ის და არასამთავრობო ორგანიზაცია “ზეკარის” პრო­ექტებში საბავშვო მწერლისა და ტრენერის რანგში. არის “პროფესიონალ ფსიქოლოგთა და პე­დაგოგთა ასოციაციის” (პფპა) დამფუძნებელი და წარმატებით ახორციელებს პედაგოგთა გადა­მზადებას.

    ბიოგრაფია

    თამარ ადამია დაიბადა 1966 წლის 14 ივნისს. დაამთავრა ს.ს. ორბელიანის სახელმწიფო ინსტიტუტი-პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ფა­კულტეტი და სახელოვნებო სპეციალობა; მუშაობდა გაგრის და თბილისის საბავშვო ბაღებ­ში, “sos ბავშვთა სოფელში” ფსიქოლოგად და მასწავლებლად; 2004 წლიდან დაიწყო თავისი საბავშვო წიგნების გამოცემა. 2010 წლიდან გახდა ვ. ესვანჯიას სახ. იტალიურ სკოლა “ცისკარის” ფსიქოლოგი და ხე­ლოვნე­­ბის მასწავლებელი. პარალელურად “ლიბო-მნტ”-ს ტრენერი, 2012-15 წლებში ტელე­ვიზიებში მიჰ­ყავდა საბავშვო გადაცემები; 2014 წლიდან ჩარ­თულია ,,ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამაში კონსულტანტ-მასწავლებლად. ის არის 30 მეტი შემეც­ნები­თი, მხატვ­რული, ასევე გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი. მათ შორისაა ბესტსე­ლერი “მხიარული დედაენა” რომელიც 18-ჯერ გამოიცა და პოპულარულია არა მარტო საქარ­თველოში, არამედ საზღვარგარეთ-ემიგრანტ ბავშვებში. მონაწილეობდა დაწყებითი განათლების (G-priEd)-ის პროექტში მწერლის სტატუსით. 2019 წელს მონაწილეობა მიიღო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა საუ­კეთესო ათეულის წევრი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

     

     

    • Share:
    author avatar
    Tprize.GE

    წინა სიახლე

    ნინო ჭიჭინაძე
    ივლისი 18, 2019

    შემდეგი სიახლე

    ხათუნა გოგალაძე
    ივლისი 25, 2019

    დაკავშირებული სიახლეები

    288223186_1238683573548845_5068427204033841081_n
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია
    24 ივნისი, 2022
    20 05 მასწავლებლები ქპვერი (1)
    ვიდეოკონკურსი „მომავალი განათლებაშია“
    25 მაისი, 2022
    277822387_537095784439375_8449167787806128661_n
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
    4 აპრილი, 2022

    სიახლეები

    Tprize.GE
    სექტემბერი 25, 2018

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება

    Education WordPress Theme by ThimPress. Powered by WordPress.

    • Privacy
    • Terms
    • Sitemap
    • Purchase