• მთავარი
  • ჯილდოს შესახებ
    • შერჩევის კრიტერიუმები
    • შერჩევის პროცესი
    • ჟიური
    • სააპლიკაციო ფორმა
    • ნომინირება
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სიახლეები
  • ათეულთა კლუბი
    • საუკეთესო ათეული 2021
    • საუკეთესო ათეული 2020
    • საუკეთესო ათეული 2019
    • საუკეთესო ათეული 2018
    • საუკეთესო ათეული 2017
  • გამარჯვებულები
  • სპონსორები და მხარდამჭერები
  • რესურსები
    • კრიტიკული აზროვნება
  • გალერეა
  • კონტაქტი
Tprize
    • მთავარი
    • ჯილდოს შესახებ
      • შერჩევის კრიტერიუმები
      • შერჩევის პროცესი
      • ჟიური
      • სააპლიკაციო ფორმა
      • ნომინირება
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სიახლეები
    • ათეულთა კლუბი
      • საუკეთესო ათეული 2021
      • საუკეთესო ათეული 2020
      • საუკეთესო ათეული 2019
      • საუკეთესო ათეული 2018
      • საუკეთესო ათეული 2017
    • გამარჯვებულები
    • სპონსორები და მხარდამჭერები
    • რესურსები
      • კრიტიკული აზროვნება
    • გალერეა
    • კონტაქტი

    ნინო გურეშიძე

    ნინო გურეშიძე

    • ავტორი Tprize.GE
    • თარიღი იანვარი 28, 2018

    ნინო გურეშიძე 1987-92 წლებში სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. სწავლის პარალელურად, 1987 წლიდან  მუშაობდა ბაზალეთის საჯარო სკოლაში, სპეციალობით, სადაც დღემდე აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას. 2011 წელს მიიღო დაწყებითი კლასების (I-IV) მასწავლებლის სერტიფიკატი, 2017 წლის დეკემბერში კი წარმატებით გაიარა გარე დაკვირვება და 2018 წლის სექტემბრიდან წამყვანი მასწავლებლის პოზიციაზე გადაინაცვლა.  მისი ორი გაკვეთილის გეგმა-სცენარი, როგორც საუკეთესო, შევიდა  მეთოდურ სახელმძღვანელოში ,,ქართული ენის სწავლების მეთოდიკა დაწყებით საფეხურზე“. (ავტორები: მ.მიქაძე, მ.შანიძე)

    ნინო ცდილობს მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს წაკითხულის განხილვა-ანალიზის, შემოქმედებითობისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარები. 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევებით მოსწავლეთა აღჭურვის მიზნით, ეფექტურად მიიჩნევს პროექტებით სწავლებას, რასაც წარმატებით ახორციელებს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში.  ნინოს ძირითადი პრინციპებია: სწავლების ხელმისაწვდომობა, რათა შესასწავლი მასალა, სიძნელის დონის მიხედვით, ბავშვისთვის იყოს ხელმისაწვდომი და არ მოითხოვდეს ზედმეტ ძალისხმევას. იგი მაქსიმალურად ითვალისწინებს მოსწავლეთა განვითარების დონეს და ხელს უწყობს მის თანდათან ამაღლებას. ასევე, ნინო, მასალის მიწოდებისას, იცავს პრინციპს მარტივიდან-რთულისაკენ; ნასწავლის რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებასა და  საკუთარი დამოკიდებულების უნარის ჩამოყალიბებას ახერხებს თეორიისა და პრაქტიკის ერთმანეთთან დაკავშირების პრინციპით.  ის თავის პედაგოგიური პრაქტიკაში ყველაზე აქტიურად  იყენებს  დიფერენცირებულ მიდგომებს და ინოვაციურ მეთოდებს: ვიზუალურ სქემებს და გრაფიკულ ორგანიზატორებს, გასააზრებელ პოსტერებს, მანიპულატივებს, დიაგნოსტიკურ ტესტებს, დიდაქტიკურ თამაშებს, კონსტრუქტივიზმს- გამოცდილებიდან ცოდნის აგებას,  კითხვის უნარის გასაუმჯობესებელ გამეორებითი კითხვის გრაფიკებს,  ენობრივი პრაქტიკის მეთოდს, ორიენტირებულ მოსმენას და გააზრებას, ხმამაღლა ფიქრის მეთოდს და კიდევ უამრავს, საქართველოს დაწყებითი განათლების  პროექტ G-PRIED- ის ფარგლებში ნასწავლს და მოწოდებულს.

    ნინო გურეშიძე მუდმივად ხელს უწყობს   მასწავლებლის პროფესიის განვითარებასა და პოპულარიზაციას. 5 წლის განმავლობაში უწევდა  ფასილიტაციას თავისი სკოლის მასწავლებელთა გუნდს პროექტ ჯიპრაიდში და საკმაოდ წარმატებულად. უკვე სამი წელია,  სქემის ფარგლებში, აგრძელებს სკოლის ფასილიტატორობას. კოლეგებს ეხმარება სტანდარტული, თუ სამოდელო გაკვეთილების მომზადებასა და ჩატარებაში, საკუთარი პრაქტიკის კვლევასა და  სასწავლო პროექტების განხორციელებაში. ასევე, აქტიურად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას სხვა სკოლის მასწავლებლებსაც, რომლებიც ხშირად სტუმრობენ მას სკოლაში. იგი დაწყებითების კათედრაზე, კოლეგებთან ერთად გეგმავს და ახორციელებს ერთობლივ პროექტებს, ინტელექტუალურ კონკურსებს, მეთოდურ კვირეულებს.

    ნინო მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს სოფელში, ადგილობრივ თემსა და ზოგადად, ხარაგაულის საზოგადოებაში. იგი აქტიურად მონაწილეობს სკოლაში უკვე ტრადიციად ქცეულ აქციაში: ,,სიკეთე გადამდებია“ . შეგროვებულ პროდუქტებს და ფულს, კოლეგებთან ერთად, უნაწილებს სოციალურად დაუცველ ოჯახებს. სასწავლო პროექტებში მოსწავლეებთან ერთად ჩართული ჰყავს უფროსი თაობის წარმომადგენლებიც. ზრუნავს სკოლის გარემოს გაუმჯობესებაზე.

    ბიოგრაფია

    ნინო გურეშიძე დაიბადა ხარაგაულში, 1968 წლის 3 ოქტომბერს. 1985 წელს დაამთავრა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა, 1992 წელს კი – ქუთაისის პედაგოგიური უნივერსიტეტი, დაწყებითი კლასების მასწავლებლის სპეციალობით. 1987 წელს დაიწყო მუშაობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლაში, სადაც დღემდე აგრძელებს საქმიანობას დაწყებითი კლასების მასწავლებლად. 2018 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და მოხვდა საუკეთესო ათეულში. ნინო გურეშიძე დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

    • Share:
    author avatar
    Tprize.GE

    წინა სიახლე

    ლელა კოტორაშვილი
    იანვარი 28, 2018

    შემდეგი სიახლე

    ნადია დაბრუნდაშვილი
    იანვარი 28, 2018

    დაკავშირებული სიახლეები

    288223186_1238683573548845_5068427204033841081_n
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია
    24 ივნისი, 2022
    20 05 მასწავლებლები ქპვერი (1)
    ვიდეოკონკურსი „მომავალი განათლებაშია“
    25 მაისი, 2022
    277822387_537095784439375_8449167787806128661_n
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
    4 აპრილი, 2022

    სიახლეები

    Tprize.GE
    სექტემბერი 25, 2018

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება

    Education WordPress Theme by ThimPress. Powered by WordPress.

    • Privacy
    • Terms
    • Sitemap
    • Purchase