• მთავარი
  • ჯილდოს შესახებ
    • შერჩევის კრიტერიუმები
    • შერჩევის პროცესი
    • ჟიური
    • სააპლიკაციო ფორმა
    • ნომინირება
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სიახლეები
  • ათეულთა კლუბი
    • საუკეთესო ათეული 2021
    • საუკეთესო ათეული 2020
    • საუკეთესო ათეული 2019
    • საუკეთესო ათეული 2018
    • საუკეთესო ათეული 2017
  • გამარჯვებულები
  • სპონსორები და მხარდამჭერები
  • რესურსები
    • კრიტიკული აზროვნება
  • გალერეა
  • კონტაქტი
Tprize
    • მთავარი
    • ჯილდოს შესახებ
      • შერჩევის კრიტერიუმები
      • შერჩევის პროცესი
      • ჟიური
      • სააპლიკაციო ფორმა
      • ნომინირება
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სიახლეები
    • ათეულთა კლუბი
      • საუკეთესო ათეული 2021
      • საუკეთესო ათეული 2020
      • საუკეთესო ათეული 2019
      • საუკეთესო ათეული 2018
      • საუკეთესო ათეული 2017
    • გამარჯვებულები
    • სპონსორები და მხარდამჭერები
    • რესურსები
      • კრიტიკული აზროვნება
    • გალერეა
    • კონტაქტი

    ნინო აბულაძე

    ნინო აბულაძე

    • ავტორი Tprize.GE
    • თარიღი იანვარი 18, 2017

    ნინო აბულაძე დაიბადა 1973 წლის 15 სექტემბერს, ქალაქ თბილისში. დაამთავრა მე-16 საშუალო სკოლა. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1999 წლიდან ასწავლის ისტორიას ქ. თბილისის #43-ე საჯარო სკოლაში.

    მისი სწავლების მთავარი მიზანია, რომ მოსწავლეებისათვის ისტორიის საგანი არ იყოს მოსაწყენი და მხოლოდ ფაქტებსა და თარიღების დაზეპირებაზე ორიენტირებული. ცდილობს სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო გახადოს არქეოლოგიიური საქმიანობის, ტრადიციებისა და მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების დეტალების გაცნობით. ნინო საკუთარ მოსწავლეებს ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ეხმარება ისტორია სამყაროს შემეცნებასა და მიმდინარე მოვლენების გააზრებაში.

    იგი ცდილობს დიდი დრო დაუთმოს სკოლის გარე აქტივობებს, შემეცნებით ტურებს, ექსკურსიებს, სხვადასხვა სოციალურ თუ საგანმანათლებლო პროექტებს. განსაკუთრებით წარმატებულია მისი პროექტი, „რაა მამული?!“, რომელიც 2006 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ თბილისის უძველეს უბანს, სოლოლაკს და ეცნობიან ისტორიულ მოვლენებს. ამ მიზნით ნინო თანამშრომლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ და კვლევით ორგანიზაციებთან და იყენებს მათ რესურსებს სწავლა-სწავლების პროცესში. აღნიშნულმა პროექტმა საერთაშორისო აღირებაც მოიპოვა.

    ნინო აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში და მუდმივად ცდილობს სიახლეების დანერგვას, როგორც თავის საგაკვეთილო პროცესში, ისე მთლიანად სკოლაში. ამისათვის ნინო, უპირველეს ყოვლისა, აქტიურად მუშაობს საკუთარ პროფესიულ ზრდაზე, ხოლო დაუფლებულ ცოდნასა და გამოცდილებას ენთუზიაზმით უზიარებს თავის კოლეგებს სკოლასა და სოციალურ ქსელში. მისი ერთ-ერთი ინოვაციაა მოსწავლეებთან ერთად, კომპიუტერული თამაშ Minecraft-ში საქართველოს რეგიონებისა და ძეგლების აგება და One note- ის სასწავლო რესურსი მსოფლიო ისტორიაზე.

    2017 წელს ნინომ გამოსცა ისტორიის დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც არაერთ მოსწავლეს დაეხმარა საატესტაციო გამოცდების უკეთ ჩაბარებაში. ამჟამად მუშაობს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნაზე. ასევე, აქტიურად არის ჩართული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებში ტრენერ-ინსტრუქტორად და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების პროცესში გამსწორებლად.

    თავისი საქმიანობით ნინომ კოლეგებში მაღალი ავტორიტეტი და მოსწავლეთა გამორჩეული პატივისცემა და სიყვარული მოიპოვა.

    ბოგრაფია

    ნინო აბულაძე ისტორიკოსი, ისტორიის და სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი, მასწავლებლისა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერ-კონსულტანტი, მაიქროსოფტის ექსპერტ-ინოვატორი მასწავლებელი, მასწვალებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი. დაიბადა 1973 წლის წლის 16 სექტემბერს, 1991 წელს დაასრულა ქ. თბილისის N16 საშუალო სკოლა. 1993-1999 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე, სპეციალობა – ისტორიკოსი. 1999 წლიდან დაიწყო მუშაობა ტიციან ტაბიძის სახელობის ქ. თბილისის N43 საჯარო სკოლაში. 2013 წლიდან თანამშრომლობს ეროვნული შეფასებისა და გამოცდების ცენტრთან, ხოლო 2014 წლიდან შერჩეულია მაიქროსოფტის მიერ, როგორც ექსპერტი და ინოვატორი მასწავლებელი. 2015 წლიდან განათლების სამინისტოში, ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტში შერჩეულია მონიტორ-კონსულტანტატ ისტორიაში, 2016 წელს დასახელდა მაიქროსოფტის გლობალური საგანმანათლებლო ფორუმის მონაწილედ საქართველოდან. ამავე წელს იწყებს თანამშრომლობას მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან. 2017 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა კონკურსის ფინალისტი. 2017 წელს განათლების სამინისტროს ე.ს.გ-ს დეპარტაენტის მიერ შერჩეული იქნა იქნა საგნობრივ ექსპერტად. 2018 წლიდან მე და საზოგადოების მასწავლებლად დაიწყო მუშაობა თბილისის კერძო სკოლა „ჯეჯილში“. ნინო აბულაძე არის ავტორი დამხამრე სახელმძღვანელოსი ისტორიაში. მის მიერ შექმნილია არაერთი დამხმარე სასწავლო რესურსი ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში, ჩვენი საქართველოსთვის და მე და საზოგადოებაში.

    • Share:
    author avatar
    Tprize.GE

    წინა სიახლე

    თინათინ ზარდიაშვილი
    იანვარი 18, 2017

    შემდეგი სიახლე

    ლადო აფხაზავა
    იანვარი 28, 2017

    დაკავშირებული სიახლეები

    288223186_1238683573548845_5068427204033841081_n
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია
    24 ივნისი, 2022
    20 05 მასწავლებლები ქპვერი (1)
    ვიდეოკონკურსი „მომავალი განათლებაშია“
    25 მაისი, 2022
    277822387_537095784439375_8449167787806128661_n
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
    4 აპრილი, 2022

    სიახლეები

    Tprize.GE
    სექტემბერი 25, 2018

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება

    Education WordPress Theme by ThimPress. Powered by WordPress.

    • Privacy
    • Terms
    • Sitemap
    • Purchase