• მთავარი
  • ჯილდოს შესახებ
    • შერჩევის კრიტერიუმები
    • შერჩევის პროცესი
    • ჟიური
    • სააპლიკაციო ფორმა
    • ნომინირება
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სიახლეები
  • ათეულთა კლუბი
    • საუკეთესო ათეული 2022
    • საუკეთესო ათეული 2021
    • საუკეთესო ათეული 2020
    • საუკეთესო ათეული 2019
    • საუკეთესო ათეული 2018
    • საუკეთესო ათეული 2017
  • გამარჯვებულები
  • სპონსორები და მხარდამჭერები
  • რესურსები
    • კრიტიკული აზროვნება
  • გალერეა
  • კონტაქტი
Tprize
    • მთავარი
    • ჯილდოს შესახებ
      • შერჩევის კრიტერიუმები
      • შერჩევის პროცესი
      • ჟიური
      • სააპლიკაციო ფორმა
      • ნომინირება
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სიახლეები
    • ათეულთა კლუბი
      • საუკეთესო ათეული 2022
      • საუკეთესო ათეული 2021
      • საუკეთესო ათეული 2020
      • საუკეთესო ათეული 2019
      • საუკეთესო ათეული 2018
      • საუკეთესო ათეული 2017
    • გამარჯვებულები
    • სპონსორები და მხარდამჭერები
    • რესურსები
      • კრიტიკული აზროვნება
    • გალერეა
    • კონტაქტი

    ნაზი ჩოფიკაშვილი

    ნაზი ჩოფიკაშვილი

    • ავტორი Tprize.GE
    • თარიღი იანვარი 28, 2018

    ნაზი ჩოფიკაშვილი პროფესიით ფიზიკოსია და  20 წელია მუშაობს სტეფანმწნიდის გიმნაზია-პანსიონში.  ბავშვობის ყაზბეგში გატარებამ გადამწყვეტი გავლენა იქონია მის პროფესიულ არჩევანსა და პიროვნული ფასეულობების ჩამოყალიბებაზე. მიაჩნია, რომ მის მშობლიურ კუთხეში პროგრესი სწორედ ფასეულობათა პატივისცემით, ღრმა გააზრებით, ზოგჯერ კი მათთან დაპირისპირებით მიიღწევა.

    ნაზის პედაგოგიური ფიილოსოფია მოსწავლის სრულფასოვან,  დამოუკდებელი ინდივიდად აღქმასა და პატივისცემას ემყარება, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესის ძირითადი და სრულუფლებიანი წევრია. ნაზი  არ სთავაზობს მოსწავლეს  მზა რეცეპტებს  რათა თავად განაცდევინოს  სიახლის დამოუკიდებლად მიგნების სიამოვნება. პრაქტიკაში ყველაზე ეფექტურად იყენებს  ინფორმაციის წარმოდგენის მრავალფეროვან მეთოდებს, როგორიცაა ილუსტრაციები  პლაკატები, ცხრილები, სლაიდ-შოუები და ექსპერიმენულ სწავლებას.  დემონსტრაციული მეთოდით   მოსწავლეებს აცნობს ხელსაწყოებს, ატარებს  ცდებსა და პრაქტიკულ სამუშაოს მათი უშუალო თანამონაწილეობით.

    ნაზი გაკვეთილებითა და კლასგარეშე აქტივობებით  ცდილობს  გააღვივოს მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობა, განუვითაროს წარმოსახვა, ლოგიკური აზროვნებისა და დასკვნების გამოტანის უნარი, გახადოს თავდაჯერებულები და მიზანსწრაფულები.  ნაზის მოსწავლეები გამოირჩევიან მაღალი აკადემიური შედეგით   ეროვნულ გამოცდებში, მათემატიკასა და ფიზიკაში. ისინ ასევე წარმატებით წარმოაჩენენ საკუთარ ცოდნასა და კომპეტენციებს   კონკურსებში, სასწავლო თუ სოციალურ პროექტებში , ინტერნეტ-რესურსების შექმნისა და გამოყენების დროს.

    ნაზი მთავარ  მიღწევად მიიჩნევს მოსწავლეებში  ფიზიკისადმი ინტერესის გაღვივებას,რაც სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია ქვეყნის ტექნოლოგიური და ეკონომიკური პროგრესისათვის. დარგის მიმართ ნაზის მოსწავლეთა   ინტერესზე მინიშნებს მათ მიერ  მომავალ პროფესიად  სწორედ ექსპერიმენტალური ფიზიკის,  გამოყენებითი მათემატიკისა თუ ინჟინერიის არჩევა.

    ნაზი აქტიურადაა ჩართული პედაგოგთა პროფესიის პოპულარიზაციასა და კომპეტენციების  განვითარების ხელშეწყობაში. ის სკოლის ფასილიტატორია და უზრუნველყოფს კოლეგებს უახლესი ინფორმაციით, აცნობს ახალ მეთოდებსა და საუკეთესო პრაქტიკებს. გარდა ამისა, მისი ინიციტივით  ხორციელდება არა-ერთი პროექტი აღსანიშნავია 2015-2017 წლეებში ჩატარებული ღონისძიებები: მასწავლებელთა მუნიციპალური კონფერენცია თემაზე “მეთოდური განვითარება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებს შორის”; შეხვედრების ციკლი აბიტურიენტებსა და პედაგოგებს შორის, თემაზე “პროფესია-მასწავლებელი”; კონკურსი სკოლებს შორის ” არის თუ არა მნიშვნელოვანი მასწავლებლის პროფესია?”

    პედგაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ნაზი  გამოირჩევა სამოქალაქო აქტივიზმის მაღალი დონით. აცნობიერებს რა ხევის სტრატეგიულ მნიშვნელობას საქართველოსთვის, ცდილობს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მის განვითარებას.  2014 წლის აგვისტოში კოლეგებთან ერთად დაარსა  სასწავლო-ინტელექტუალური ცენტრი “ხევის მომავალი”, რომლსაც   დღემდე ხელმძღვანელობს. არაფორმალური განათლების   ცენტრში ახალგაზრდებს სხვადასხვა სამოქალაქო თუ საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების საშუალება ეძლევათ.   ასევე  დაარსა სადისკუსიო დარბაზი, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთია მუნიციპალიტეტში. ორგანიზაცია,”ხევის მომავალი”,  თანამშრომლობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და  არასამთავრობო სექტორთან, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ინტელექტუალურ, კულტურულ თუ სოციალურ პროექტებში.

    • Share:
    author avatar
    Tprize.GE

    წინა სიახლე

    ჯაბა ლაბაძე
    იანვარი 28, 2018

    შემდეგი სიახლე

    ნინო ჭიჭინაძე
    იანვარი 28, 2018

    დაკავშირებული სიახლეები

    კ
    ვებინარები მასწავლებლებისთვის
    25 იანვარი, 2023
    MAK00407
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია როლანდ შავაძე
    8 ოქტომბერი, 2022
    Best dating sites for over 50
    26 სექტემბერი, 2022

    Many local newspapers had online personals in the mid 1990s but were bought out by these big dating sites. From some of the comments it really shows how desperate dating sites are for money that they even advertise in comment …

    სიახლეები

    Tprize.GE
    სექტემბერი 25, 2018

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება

    Education WordPress Theme by ThimPress. Powered by WordPress.

    • Privacy
    • Terms
    • Sitemap
    • Purchase