• მთავარი
  • ჯილდოს შესახებ
    • შერჩევის კრიტერიუმები
    • შერჩევის პროცესი
    • ჟიური
    • სააპლიკაციო ფორმა
    • ნომინირება
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სიახლეები
  • ათეულთა კლუბი
    • საუკეთესო ათეული 2020
    • საუკეთესო ათეული 2019
    • საუკეთესო ათეული 2018
    • საუკეთესო ათეული 2017
  • გამარჯვებულები
  • გალერეა
  • კონტაქტი
Tprize
    • მთავარი
    • ჯილდოს შესახებ
      • შერჩევის კრიტერიუმები
      • შერჩევის პროცესი
      • ჟიური
      • სააპლიკაციო ფორმა
      • ნომინირება
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სიახლეები
    • ათეულთა კლუბი
      • საუკეთესო ათეული 2020
      • საუკეთესო ათეული 2019
      • საუკეთესო ათეული 2018
      • საუკეთესო ათეული 2017
    • გამარჯვებულები
    • გალერეა
    • კონტაქტი

    ნათია ფურცელაძე

    ნათია ფურცელაძე

    • ავტორი Tprize.GE
    • თარიღი იანვარი 28, 2017

    ნათია ფურცელაძე დაიბადა 1987 წლის 17 სექტემბერს, ქალაქ ბაღდათში. დაამთავრა ბაღდათის მეორე საჯარო სკოლა. 2010 წელს მიენიჭა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის (თსუ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის მაგისტრის წოდება. იყო აქტიური სტუდენტი, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში. პარალელურად, ორი წლის განმავლობაში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

    2010 წლიდან მუშაობს კერძო სკოლაში „ქორალი“, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2012 წლიდან არის თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი. 2014 წლიდან კითხულობს ლექციებს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

    თავისი პედაგოგიური საქმიანობის ფარგლებში იგი ყოველთვის ცდილობს, რომ ბავშვებს შეაყვაროს ლიტერატურა, გაუღვივოს კრიტიკული აზროვნება და აზიაროს კაცთმოყვარეობის ღირებულებებს. ამ მიზნით სკოლის ბაზაზე შექმნა კლუბი „წიგნიერი“ რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად ტარდება შეხვედრები მოსწავლეთათვის საინტერესო სტუმრებთან, ლიტერატურული განხილვები და თეატრალიზებული წარმოდგენები. მოსწავლეთა ჩართულობისა და ინტერესის გაზრდის მიზნით, ნათიას თითოეულ მოსწავლესთან აქვს ინდივიდუალური მიდგომა, იცნობს მათ ინტერესებსა და მისწრაფებებს. ამისათვის ის ხშირად ატარებს გამოკითხვებს და მიღებული შედეგების საფუძველზე ცდილობს პროგრამის მოსწავლეზე მორგებას და სწავლის პროცესის ნაყოფიერების გაზრდას. აქტიურად თანამშრომლობს მშობლებთან და რთავს მათ სხვადასხვა აქტივობებში.

    აღსანიშნავია, რომ პიროვნული თვისებებითა და თავდაუზოგავი პროფესიული საქმიანობით, იგი გამორჩეული როლური მოდელია, როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე კოლეგებისა და მშობელთათვის. ნათია  აქტიურად ერთვება და, ხშირ შემთხვევაში ხელმძღვანელობს, სკოლაში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ აქტივობებში და ყოველთვის მხარში უდგას კოლეგებს.

    პარალელურად ჩაბმულია სამეცნიერო კვლევებში და დაკავებულია მთარგნელობითი საქმიანობით. 2016 წელს გამომცემლობამ „არტანუჯი“ გამოსცა მისი თარგმანი – „გრიგოლ რობაქიძის წერილები სტეფან ცვაიგს“.

    ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

    • Share:
    author avatar
    Tprize.GE

    წინა სიახლე

    მაია ტყემალაძე
    იანვარი 28, 2017

    შემდეგი სიახლე

    დაჩი ნანობაშვილი
    იანვარი 14, 2018

    დაკავშირებული სიახლეები

    foto jildo
    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა
    6 ოქტომბერი, 2020
    ხუთეული ფბ
    2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა
    7 სექტემბერი, 2020
    ჯილდო 2020
    2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული გამოვლინდა
    15 ივნისი, 2020

    სიახლეები

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება
    25სექ2018
    მასწავლებელი ჩიბათიდან გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორისაა
    13დეკ2018

    Education WordPress Theme by ThimPress. Powered by WordPress.

    • Privacy
    • Terms
    • Sitemap
    • Purchase