• მთავარი
  • ჯილდოს შესახებ
    • შერჩევის კრიტერიუმები
    • შერჩევის პროცესი
    • ჟიური
    • სააპლიკაციო ფორმა
    • ნომინირება
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სიახლეები
  • ათეულთა კლუბი
    • საუკეთესო ათეული 2021
    • საუკეთესო ათეული 2020
    • საუკეთესო ათეული 2019
    • საუკეთესო ათეული 2018
    • საუკეთესო ათეული 2017
  • გამარჯვებულები
  • სპონსორები და მხარდამჭერები
  • რესურსები
    • კრიტიკული აზროვნება
  • გალერეა
  • კონტაქტი
Tprize
    • მთავარი
    • ჯილდოს შესახებ
      • შერჩევის კრიტერიუმები
      • შერჩევის პროცესი
      • ჟიური
      • სააპლიკაციო ფორმა
      • ნომინირება
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სიახლეები
    • ათეულთა კლუბი
      • საუკეთესო ათეული 2021
      • საუკეთესო ათეული 2020
      • საუკეთესო ათეული 2019
      • საუკეთესო ათეული 2018
      • საუკეთესო ათეული 2017
    • გამარჯვებულები
    • სპონსორები და მხარდამჭერები
    • რესურსები
      • კრიტიკული აზროვნება
    • გალერეა
    • კონტაქტი

    მაკა ხელაძე

    მაკა ხელაძე

    • ავტორი Tprize.GE
    • თარიღი აგვისტო 16, 2021

    მაკა ხელაძე თბილისის, წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი საფეხურის სერთიფიცირებულ პედაგოგია. მაკა პედაგოგების ოჯახში გაიზარდა და ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო როცა გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრება ბავშვების აღზრდისთვის მიეძღვნა.

    მისი აზრით, თანამედროვე სკოლის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა – აღზარდოს პიროვნება, რომელიც ჰუმანური, მოქალაქეობრივი, ტოლერანტული იდეების მატარებელი იქნება. მას ნათლად აქვს გააზრებული განათლებასა და სწავლებასთან  დაკავშირებული ღირებულებები და მრწამსი.

    მაკას პედაგოგიური მიდგომა მოსწავლეთა პერსონალიზაციაა. მისთვის ყოველი ბავშვი უნიკალური პიროვნებაა აზროვნებისა და სწავლის ინდივიდუალური სტილით. ის ყოველთვის  ცდილობს სიღრმისეულად გაიცნოს ბავშვის სულიერი სამყაროს, ინტერესებს, თითოეულ მოსწავლეში აღძრას ემპათია და გამოუმუშავოს სოციალური უნარები.

     

    ინდივიდუალური და ჯგუფური საქმიანობებისთვის ითვალისწინებს მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებს. წინასწარ ამზადებს ,,აქტივობების სკივრს“, რომელიც სავსეა შესაძლებლობებზე ორიენტირებული დავალებებით, ინდივიდუალური ბარათები და წყვილში ან ჯგუფში განსახორციელებელი საქმიანობები, ასევე შეფასების ინტრუმენტები, რაც აძლევს საფუძველს გაითვალისწინოს მოსწავლეთა  სურვილები და ინტერესები. ის ხშირად იყენებს მის  მიერ მოფიქრებულ სასწავლო  რესურსს ,,სიტყვის ლოტო’’, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება  ახალი სიტყვების მნიშვნელობის დასწავლაში, ასევე ენობრივი პრაქტიკის მეთოდს – ,,დიდი წიგნი“, რომელმაც მოსწავლეებს უვითარებს წერისა და კითხვის ფუნდამენტური უნარები. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეს არ ჩამოუყალიბდეს შეცდომების შიში, არამედ გაიაზროს, რომ „შეცდომა ჩვენი მეგობარია“, რომელიც გზას გვიკვლევს  ცოდნისკენ.

     

    მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა გამოხატვის თავისუფლება, რომელიც მოსწავლეს მხოლოდ ხშირი პრაქტიკით ეძლევა.  ის ყურადღებას ამახვილებს ისეთ მეთოდებზე, რომელიც პროექტის შესრულებაზეა და კლუბურ საქმიანობაზეა ორიენტირებული და ინტერაქტიულ და თანამშრომლობით სწავლას უწყობს ხელს, ვინაიდან მიაჩნია, რომ როცა მოსწავლეები დავალების შესრულებისას ან პრობლემების გადაჭრისას მრავალფეროვან გზებს ეძებენ, გაცილებით მეტს სწავლობენ.

    მისთვის,  სწავლება – სწავლის პროცესს აქვს მაღალი საზოგადოებრივი და სოციალური მიზანი.    სწორედ ამიტომ, საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება პრიორიტეტულ მიდგომად მიაჩნია თანამედროვე პედაგოგიკაში. მოსწავლეები უფრო შემოქმედებითად უდგებიან საკითხის გადაწყვეტას, ადგენენ მიზან – შედეგობრივ კავშირებს, აგვარებენ პრობლემებს. სწორედ ამ მიდგომაზე დაყრდნობით დაიწყო პროექტი: ,,დავიცვათ გარემო ადამინებისგან -ადამინებისთვის“.

     

     

    პედაგოგიური პრაქტიკის მანძილზე, მაკა ამაყობს თითოეული მოსწავლით, რომელთა უმრავლესობა დღეს წარმატებული სტუდენტია, როგორც საქართველოს ასევე ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში. მისი აღზრდილები გამოირჩევიან მაღალი საზოგადოებრივი ღირებულებებითა, პასუხისმგებლობით. განსაკუთრებით ამაყობს სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკით და მიღწეული შედეგებით.

    მაკა დღემდე აგრძელებს საკუთარ პროფესიაში ზრდა  -განვითარებას,  ესწრება  ტრენინგებს, სემინარებს და ვებინარებს, თანამშრომლობს კოლეგებთან, ცდილობს ჩატარებული გაკვეთილი   შეაფასოს კრიტიკულად, აღმოაჩინოს   მეთოდის,  ძლიერი და სუსტი მხარე, რისთვისაც იყენებს „ჩანაწერების დღიურს“.

     

    მაკას სჯერა, რომ  საზოგადოების ფორმირების პროცესში მასწავლებლები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და მათ გარეშე წარმოუდგენელია ჯანსაღი საზოგადოების შექმნა. სწორედ ამიტომ, მასწავლებლებს სჭირდებათ მხარდაჭერა. ის ხშირად საუბრობს პროფესიაზე და მის უპირატესობებზე მოსწავლეებთან და მიიჩნევს, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი ხელს უწყობს პროფესიით ახალგაზრდების დაინტერესებას და დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციას.

     

    • Share:
    author avatar
    Tprize.GE

    წინა სიახლე

    ზეინაბ კაკალაშვილი
    აგვისტო 16, 2021

    შემდეგი სიახლე

    მარინა ხარიტონაშვილი
    აგვისტო 16, 2021

    დაკავშირებული სიახლეები

    288223186_1238683573548845_5068427204033841081_n
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია
    24 ივნისი, 2022
    20 05 მასწავლებლები ქპვერი (1)
    ვიდეოკონკურსი „მომავალი განათლებაშია“
    25 მაისი, 2022
    277822387_537095784439375_8449167787806128661_n
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
    4 აპრილი, 2022

    სიახლეები

    Tprize.GE
    სექტემბერი 25, 2018

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება

    Education WordPress Theme by ThimPress. Powered by WordPress.

    • Privacy
    • Terms
    • Sitemap
    • Purchase