• მთავარი
  • ჯილდოს შესახებ
    • შერჩევის კრიტერიუმები
    • შერჩევის პროცესი
    • ჟიური
    • სააპლიკაციო ფორმა
    • ნომინირება
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სიახლეები
  • ათეულთა კლუბი
    • საუკეთესო ათეული 2021
    • საუკეთესო ათეული 2020
    • საუკეთესო ათეული 2019
    • საუკეთესო ათეული 2018
    • საუკეთესო ათეული 2017
  • გამარჯვებულები
  • სპონსორები და მხარდამჭერები
  • რესურსები
    • კრიტიკული აზროვნება
  • გალერეა
  • კონტაქტი
Tprize
    • მთავარი
    • ჯილდოს შესახებ
      • შერჩევის კრიტერიუმები
      • შერჩევის პროცესი
      • ჟიური
      • სააპლიკაციო ფორმა
      • ნომინირება
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სიახლეები
    • ათეულთა კლუბი
      • საუკეთესო ათეული 2021
      • საუკეთესო ათეული 2020
      • საუკეთესო ათეული 2019
      • საუკეთესო ათეული 2018
      • საუკეთესო ათეული 2017
    • გამარჯვებულები
    • სპონსორები და მხარდამჭერები
    • რესურსები
      • კრიტიკული აზროვნება
    • გალერეა
    • კონტაქტი

    მაია ტყემალაძე

    მაია ტყემალაძე

    • ავტორი Tprize.GE
    • თარიღი იანვარი 28, 2017

    მაია ტყემალაძე ინგლისურ ენას ასწავლის ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის N2 საჯარო სკოლაში. 25 წელია მასწავლებელია და მთელი მისი პედაგოგიური პრაქტიკა უწყვეტი პროფესიული განვითარებაა. 2012 წელს გახდა საუკეთესო შედეგების მქონე სერტიფიცირებული მასწავლებელი ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში. 2014 წ. შეარჩიეს მომხსენებლად iEARN მოლდოვას ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენციაზე გამოცდილების გაზიარების მიზნით. 2016 წელს გავხდი მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებული ინგლისური ენის მასწავლებელთა კონკურსის ერთ-ერთი ფინალისტი და გავიარე ორკვირიანი სტაჟირება ქ. ედინბურგის ენების აკადამიაში. მიუხედავად ბევრი წარმატებისა არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით და ცდილობს ფეხი აუწყოს ყოველ სიახლეს პედაგოგიკაში.

    გარდა საგნობრივი ცოდნის გადაცემისა, მაია ორიენტირებულია იმაზე, რომ ასწავლოს მოსწავლეეებს როგორ დასახონ მიზნები, როგორ იბრძოლონ მათი მიღწევისთვის, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში არ დანებდნენ, დასვან კითხვები, იკვლიონ და იაზროვნონ კრიტიკულად, იყვნენ შემოქმედებითები და ინოვაციურები. მოსწავლეების სწავლისადმი დამოკიდებულების შეცვლა დებატების ხელოვნების დანერგვით და სწავლებაში მისი ინტეგრაციით შეძლო. სხვა ინოვაციური მიდგომები, რომლებსაც ყოველთვის იყენებდა და იყენებს სწავლებისას არის: ლექსიკურ – გრამატიკული თამაშები, სასწავლო რეგალიები, როლური თამაშები, სპექტაკლები, ტექნოლოგიების გამოყენებით სასწავლო ფილმების და რესურსების შექმნა. მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდასა და მათთვის ენობრივი უნდარების გამომუშავებაში ასევე ძალიან ეხმარება ისეთ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა და ჩართულობა, როგორიცაა eTwinning და iEARN.

    ვერ წარმოუდგენია ცხოვრება და პროფესიული საქმიანობა სასკოლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის გარეშე. მოხალისეობრივ საწყისებზე შექმნა ინგლისური ენის მასწავლებელთა რესურს ოთახი საჩხერე-ჭიათურის ინგლისური (და სხვა უცხო ენების) ენის პედაგოგებისთვის,  სადაც რეგულარულად სამი წლის განმავლობაში ატარებდა სამუშაო შეხვედრებს, ვიწვევდა კომპეტენტურ პირებს, მსმენელებს რთავდა აქტივობებში, სტიმულს აძლევდა გაეზიარებინათ  თავიანთი საუკეთესო პრაქტიკა და  სამი წლის მანძილზე თავადაც უზიარებდა საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას. არის სამეურვეო საბჭოს წევრი, სქემის ფარგლებში შეფასების ჯგუფის წევრი. ხელმძღვანელობს ინგლისური ენის კლუბს, მედია კლუბს, სადაც რეგულარულად იქმნება მედია პროექტები სოციალურ საკითხებზე. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც  მოსწავლეებთან ერთად შექმნა არის მედია პროექტი “სიყვარულია ჩვენი საერთო ენა” და ის ეხება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას აუტიზმთან დაკავშირებით. ხშირად თანამშრომლობს სკოლის სხვა კლუბებთან და ეხმარება მათ პროექტების განხორციელებაში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას, უტარებდა და უტარებს მათ ტრენინგებს ბულინგზე, ლიდერობაზე.

    ბიოგრაფია

    მაია ტყემალაძე დაიბადა 1968 წლის 2 მარტს ქ. საჩხერეში. 1985 წელს დაამთავრა საჩხერის N 2 საშუალო სკოლა და გახდა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პადაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტის სტუდენტი. მან ინსტიტუტი დაამთავრა ინგლისური და ფრანგული ენების მასწავლებლის კვალიფიკაციით 1991 წელს. 1992-1993 წლებში მუშაობდა ინგლისურის მასწავლებლად სოფელ ჩიხის სკოლასა და საჩხერის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში. 1994 წლიდან ის ინგლისურს ასწავლის საჩხერის N 2 საჯარო სკოლაში. მაია არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი. 2005 და 2018 წლებში მაია დაასახელეს საჩხერის რაიონის წლის საუკეთესო მასწავლებლად. 2017 წელს მაიამ მონაწილეობა მიიღო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა საუკეთესო ათეულის წევრი. მაიას ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.

    • Share:
    author avatar
    Tprize.GE

    წინა სიახლე

    უტა კილასონია
    იანვარი 28, 2017

    შემდეგი სიახლე

    ნათია ფურცელაძე
    იანვარი 28, 2017

    დაკავშირებული სიახლეები

    288223186_1238683573548845_5068427204033841081_n
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია
    24 ივნისი, 2022
    20 05 მასწავლებლები ქპვერი (1)
    ვიდეოკონკურსი „მომავალი განათლებაშია“
    25 მაისი, 2022
    277822387_537095784439375_8449167787806128661_n
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
    4 აპრილი, 2022

    სიახლეები

    Tprize.GE
    სექტემბერი 25, 2018

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება

    Education WordPress Theme by ThimPress. Powered by WordPress.

    • Privacy
    • Terms
    • Sitemap
    • Purchase