• მთავარი
  • ჯილდოს შესახებ
    • შერჩევის კრიტერიუმები
    • შერჩევის პროცესი
    • ჟიური
    • სააპლიკაციო ფორმა
    • ნომინირება
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სიახლეები
  • ათეულთა კლუბი
    • საუკეთესო ათეული 2021
    • საუკეთესო ათეული 2020
    • საუკეთესო ათეული 2019
    • საუკეთესო ათეული 2018
    • საუკეთესო ათეული 2017
  • გამარჯვებულები
  • სპონსორები და მხარდამჭერები
  • რესურსები
    • კრიტიკული აზროვნება
  • გალერეა
  • კონტაქტი
Tprize
    • მთავარი
    • ჯილდოს შესახებ
      • შერჩევის კრიტერიუმები
      • შერჩევის პროცესი
      • ჟიური
      • სააპლიკაციო ფორმა
      • ნომინირება
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სიახლეები
    • ათეულთა კლუბი
      • საუკეთესო ათეული 2021
      • საუკეთესო ათეული 2020
      • საუკეთესო ათეული 2019
      • საუკეთესო ათეული 2018
      • საუკეთესო ათეული 2017
    • გამარჯვებულები
    • სპონსორები და მხარდამჭერები
    • რესურსები
      • კრიტიკული აზროვნება
    • გალერეა
    • კონტაქტი

    ქეთევან სეფიაშვილი

    ქეთევან სეფიაშვილი

    • ავტორი Tprize.GE
    • თარიღი აგვისტო 16, 2021

    ქეთევან სეფიაშვილი დაიბადა ქ. წნორში. 1993 წელს, სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა გააგრძელა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტზე. მუშაობს ქ. თბილისის მე-10 საჯარო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად.

    ქეთევანის სწავლების მთავარი მიზანია მოსწავლეებს შეაყვაროს ისეთი ურთულესი საგანი, როგორიცაა ფიზიკა, აუხსნას  მარტივი და გასაგები ენით, ჩაახედოს ფიზიკურ პროცესებში და გააზრებულად ასწავლოს თითოეული საკითხი, დაანახოს მათი მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის ხშირად ესაუბრება მოსწავლეებს ფიზიკისა და STEM სხვა საგნების აქტუალობაზე და პერსპექტიულობაზე, ტექნოლოგიების შექმნასა და გამოყენებაზე.

    ქეთევანი თავადაც აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში. ის მუდმივად  სიახლეების ძიებაშია, სწავლობს და ასწავლის მოსწავლეებსა და კოლეგებს პროგრამებს, რომელსაც იყენებს სასწავლო რესურსების შესაქმნელად. ყოველთვის ცდილობს მისი გაკვეთილები არ იყოს მოსაწყენი. გარდა სასკოლო გაკვეთილებისა ქეთევანი მოსწავლეებს ეხმარება მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტებში.  2021 წელს მისმა ორმა მოსწავლემ GTA მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სიმპოზიუმზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

    ის ამჟამად ეუფლება მიკროელექტონიკის საფუძვლებს და სამომავლოდ გეგმავს სასკოლო კლუბის შექმნას, რომელშიც მოსწავლეებს შეასწავლის Arduiono მიკროკონტროლერების გამოყენებასა და სხვადასხვა სენსორების მართვას, მოსწავლეები საკუთარი ხელით შექმნიან მინი-ხელსაწყოებს, რომელსაც გამოიყენებენ არამხოლოდ ფიზიკაში, არამედ STEM-ის სხვა საგნებში. მოსწავლეები თავად შექმნიან პროექტებს და წარმოდგენენ სხვადასხვა კონფერენციებსა  თუ სიმპოზიუმებზე.

    ქეთევანი მოსწავლეებს დახმარებას უწევს პროფესიის არჩევაში. მოხარულია, როდესაც მისი მოსწავლეები სკოლის დამთავრების შემდეგ ეუფლებიან პროფესიებს, რომელშიც ფიზიკის ცოდნა აუცილებლობას წარმოადგენს, კომპიუტერული ინჟინერია იქნება ეს თუ საინჟინრო ფაკულტეტი ნებისმიერი განხრით.

    ქეთევან სეფიაშვილი გარდა პედაგოგიური საქმიანობისა აქტიურად არის ჩართული სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში. გახლავთ 5 გრიფირებული სახელმძღვანელოს მასწავლებლის წიგნების თანაავტორი, თანამშრომლობს გამომცემლობა „კლიო“-სთან, ამ სახელმძღვანელოებისთვის ქმნის ელექტრონულ სასწავლო რესურსებს – ტრენაჟორებს. ქეთევანის მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსების გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მასწავლებელსა თუ მოსწავლეს, როგორც საგაკვეთილო, ისე არასასკოლო სივრცეში.

    ქეთევანმა თავისი საქმიანობით და პიროვნული თვისებებით  კარგი ავტორიტეტი მოიპოვა კოლეგებში  და ასევე დაიმსახურა  მოსწავლეების დიდი სიყვარული. ის მუდმივად ზრუნავს როგორც საკუთარ, ისე სხვის პროფესიულ ზრდაზე. საკუთარ გამოცდილებას დაუზარელად უზიარებს კოლეგებს სკოლასა თუ სოციალურ ქსელში.

    აღსანიშნავია, მისი სამოქალაქო აქტივობა და მაღალი პასუხისმგებლობა. სწორედ ამ მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებიდან გამომდინარე შეძლო აღიარება და დაფასება მოეპოვებინა საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა შორის. მან ფასდაუდებელი დახმარება გაუწია კოლეგებს პანდემიის პირობებში, მასწავლებლებს აწვდიდა მზა ელექტრონულ რესურსებს, რათა ფიზიკის სწავლება უწყვეტ რეჟიმში წარმართულიყო. ქეთევანმა წარმატებით შეძლო ფიზიკის მასწავლებლების ჩართვა ამ მნიშვნელოვან საქმეში და მოახერხა მათი  პროფესიული ერთობის ჩამოყალიბება.

     

    • Share:
    author avatar
    Tprize.GE

    წინა სიახლე

    ლამარა ბოლქვაძე
    აგვისტო 16, 2021

    შემდეგი სიახლე

    გიორგი ტერუნაშვილი
    აგვისტო 16, 2021

    დაკავშირებული სიახლეები

    288223186_1238683573548845_5068427204033841081_n
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია
    24 ივნისი, 2022
    20 05 მასწავლებლები ქპვერი (1)
    ვიდეოკონკურსი „მომავალი განათლებაშია“
    25 მაისი, 2022
    277822387_537095784439375_8449167787806128661_n
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
    4 აპრილი, 2022

    სიახლეები

    Tprize.GE
    სექტემბერი 25, 2018

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება

    Education WordPress Theme by ThimPress. Powered by WordPress.

    • Privacy
    • Terms
    • Sitemap
    • Purchase