• მთავარი
  • ჯილდოს შესახებ
    • შერჩევის კრიტერიუმები
    • შერჩევის პროცესი
    • ჟიური
    • სააპლიკაციო ფორმა
    • ნომინირება
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სიახლეები
  • ათეულთა კლუბი
    • საუკეთესო ათეული 2022
    • საუკეთესო ათეული 2021
    • საუკეთესო ათეული 2020
    • საუკეთესო ათეული 2019
    • საუკეთესო ათეული 2018
    • საუკეთესო ათეული 2017
  • გამარჯვებულები
  • სპონსორები და მხარდამჭერები
  • რესურსები
    • კრიტიკული აზროვნება
  • გალერეა
  • კონტაქტი
Tprize
    • მთავარი
    • ჯილდოს შესახებ
      • შერჩევის კრიტერიუმები
      • შერჩევის პროცესი
      • ჟიური
      • სააპლიკაციო ფორმა
      • ნომინირება
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სიახლეები
    • ათეულთა კლუბი
      • საუკეთესო ათეული 2022
      • საუკეთესო ათეული 2021
      • საუკეთესო ათეული 2020
      • საუკეთესო ათეული 2019
      • საუკეთესო ათეული 2018
      • საუკეთესო ათეული 2017
    • გამარჯვებულები
    • სპონსორები და მხარდამჭერები
    • რესურსები
      • კრიტიკული აზროვნება
    • გალერეა
    • კონტაქტი

    ნათია კურტანიძე

    ნათია კურტანიძე

    • ავტორი Tprize.GE
    • თარიღი ივლისი 25, 2019

    ნათია კურტანიძემ პედაგოგიური საქმიანობა 22 წლის ასაკში დაიწყო და დღემდე მუშაობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლად.  2018 წელს, სულ მოკლე პერიოდში, მან ორჯერ შეიცვალა სტატუსი და  გახდა ჯერ წამყვანი, შემდეგ  მენტორი მასწავლებელი. არის Microsoft-ის ინოვაციური მასწავლებელი-ექსპერტი და მასტერ-ტრენერი, ტექნოლოგიების ქოუჩის სტატუსით მონაწილეობს პროექტში ,,ახალი სკოლის მოდელი’’. არის არაერთი საინტერესო მოხსენების, მეთოდური სტატიისა თუ საგანმანათლებლო რესურსის ავტორი.

    ნათია ცხოვრობს და ასწავლის  საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელში და  მუდმივად ცდილობს იქ მცხოვრებ ბავშვებს ყოველი დღე გაულამაზოს, აქციოს სკოლა მათთვის საყვარელ ადგილად. მისი პრინციპია ,,ასწავლე ხალისით’’, იყენებს თამაშით, კეთებითა და აღმოჩენებით სწავლების მეთოდებს, საინტერესო აქტივობებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს. სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ითვალისწინებს ბავშვების სურვილებსა და შესაძლებლობებს, რაც მოსწავლეებს ეხმარება საკუთარი თავის რწმენისა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში. მისმა პატარებმა იციან, რომ ,,ყველას აზრი მისაღებია’’ და შეცდომის დაშვების შიში არა  აქვთ. ნათია  მცირე  დოზით იყენებს საშინაო დავალებებს და ხშირად მიმართავს დისტანციურ სწავლებას. მის კლასში, შესაძლებლობების მიხედვით, ყველა მოსწავლე აღწევს შედეგს. ისინი წარმატებით მონაწილეობენ ღონისძიებებში, კონკურსებსა და ოლიმპიადებში, ურთიერთობენ თანატოლებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

    ნათიამ სწავლებაში დანერგა ,,ვირტუალური ექსკურსიები’’. მოსწავლეები კლასიდან გაუსვლელად, skype-ისა და საგანმანათლებლო პორტალ Microsoft-ის საშუალებით,  ,,სტუმრობენ’’, ათვალიერებენ და იკვლევენ მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ ადგილს: ნაკრძალებს, მუზეუმებს, ზოოპარკებს და სხვ. გარდა ამისა, იგი სასწავლო მიზნით იყენებს  არასასწავლო ციფრულ რესურსებს  და შემდეგ  უზიარებს კოლეგებს.  მაგალითად, პროგრამა  Stellarium-ი, რომელიც გამოიყენება მეცნიერების მიერ პლანეტარიუმებში, ნათიამ  წარმატებით დანერგა, როგორც სასწავლო რესურსი, კოლეგებთან წარდგენის შემდეგ კი ბევრმა მასწავლებელმა მოიწონა და გამოიყენა სწავლებაში.

    ნათია არის  კვალიფიციური ფასილიტატორი. მისი საქმიანობა მიმართულია როგორც თანამშრომელთა, ასევე, სხვა სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისკენ. ის განათლების სფეროში მიმდინარე თითქმის ყველა სიახლის მონაწილეა. მისი ხელშეწყობით სკოლაში, სხვადასხვა დისციპლინაში, მიმდინარეობს საწრეო მუშაობა, იგეგმება და ხორციელდება პედაგოგთა პროფესიულ საჭიროებებზე მორგებული აქტივობები. ამ მიმართულებით მუშაობს  ნათიას საცხოვრებელ სახლში განთავსებული  ,,ცოდნის ცენტრიც’’, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სოფლის განვითარებასა და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაში. ნათია კურტანიძე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს   თემსა და ქართველი მასწავლებლების წრეში.

     

    ბიოგრაფია

    ნათია კურტანიძე დაიბადა 1976 წლის 13 ოქტომბერს ქალაქ ყვარელში. 1993 წელს დაამთავრა ი.ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საშუალო სკოლა. 1995 წლიდან სწავლობდა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის  საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 1999 წლიდან მუშაობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლად.  2012-2015 წლებში ჩააბარა სასერთიფიკატო გამოცდა სამ სპეციალობაში: დაწყებითი საფეხური (I-IVკლ.), ქართული ენა და ლიტერატურა (I-VIკლ.), ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. 2018 წლის იანვარში გახდა წამყვანი მასწავლებელი, იმავე წლის სექტემბერში კი მოიპოვა  მენტორის სტატუსი. 2015 წელს მიენიჭა კომპანია Microsoft-ის ინოვაციური ექსპერტ-მასწავლებლის, ხოლო მოგვიანებით –  ამავე კომპანიის მასტერ-ტრენერის წოდება. 2019 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა საუკეთესო ათეულის წევრი. ნათია დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

     

    • Share:
    author avatar
    Tprize.GE

    წინა სიახლე

    ლაურა გოტიაშვილი
    ივლისი 25, 2019

    შემდეგი სიახლე

    მაია მენაბდე
    ივლისი 25, 2019

    დაკავშირებული სიახლეები

    კ
    ვებინარები მასწავლებლებისთვის
    25 იანვარი, 2023
    MAK00407
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია როლანდ შავაძე
    8 ოქტომბერი, 2022
    Best dating sites for over 50
    26 სექტემბერი, 2022

    Many local newspapers had online personals in the mid 1990s but were bought out by these big dating sites. From some of the comments it really shows how desperate dating sites are for money that they even advertise in comment …

    სიახლეები

    Tprize.GE
    სექტემბერი 25, 2018

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება

    Education WordPress Theme by ThimPress. Powered by WordPress.

    • Privacy
    • Terms
    • Sitemap
    • Purchase