• მთავარი
  • ჯილდოს შესახებ
    • შერჩევის კრიტერიუმები
    • შერჩევის პროცესი
    • ჟიური
    • სააპლიკაციო ფორმა
    • ნომინირება
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სიახლეები
  • ათეულთა კლუბი
    • საუკეთესო ათეული 2022
    • საუკეთესო ათეული 2021
    • საუკეთესო ათეული 2020
    • საუკეთესო ათეული 2019
    • საუკეთესო ათეული 2018
    • საუკეთესო ათეული 2017
  • გამარჯვებულები
  • სპონსორები და მხარდამჭერები
  • რესურსები
    • კრიტიკული აზროვნება
  • გალერეა
  • კონტაქტი
Tprize
    • მთავარი
    • ჯილდოს შესახებ
      • შერჩევის კრიტერიუმები
      • შერჩევის პროცესი
      • ჟიური
      • სააპლიკაციო ფორმა
      • ნომინირება
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სიახლეები
    • ათეულთა კლუბი
      • საუკეთესო ათეული 2022
      • საუკეთესო ათეული 2021
      • საუკეთესო ათეული 2020
      • საუკეთესო ათეული 2019
      • საუკეთესო ათეული 2018
      • საუკეთესო ათეული 2017
    • გამარჯვებულები
    • სპონსორები და მხარდამჭერები
    • რესურსები
      • კრიტიკული აზროვნება
    • გალერეა
    • კონტაქტი

    მარინე ვართუმაშვილი

    მარინე ვართუმაშვილი

    • ავტორი Tprize.GE
    • თარიღი აგვისტო 14, 2020

    მარინე ვართუმაშვილმა 2003 წელს დაამთავრა ქ. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული კურსი გეოგრაფია-ბიოლოგიის სპეციალობით. 2006 წლიდან მუშაობს სსიპ ქ. გორის N12 საჯაროს სკოლაში გეოგრაფიისა და ბიოლოგიის მასწავლებლად. 2019 წელს მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ამავე წელს გახდა საქართველოს საუკეთესო მასწავლებელი გეოგრაფიაში.

    მარინეს პედაგოგიურ პრაქტიკაში მნიშვნელოვანია მოსწავლეთა დაინტერესებას საზოგადოებრივი მეცნიერებებით. ის მრავალფეროვანი მიდგომების გამოყენებით ცდილობს სასწავლო პროცესი აქტიური და შემეცნებითი გახადოს. მარინე თვლის, რომ ნებისმიერი მოსწავლე, მიუხედავად პროფესიული არჩევანისა და ინტერესისა, კარგი გარემოდამცველი უნდა იყოს, ამიტომ სკოლაში დაარსა კლუბი „ეკო-მეგობრები“, რომელიც ქ. გორში გარემოსდაცვით პროექტებს ახორციელებს.

    მისი მოსწავლეები იმარჯვებენ სხვადასხვა კონკურსში, მონაწილეობენ ოლიმპიადებში, ჩართულები არიან პროექტში: „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“, დემოკრატიის ლაბორატორიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში – „მე და კონსტიტუცია“. გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით, მისი მოსწავლეები მონაწილეობენ საგანმანათლებლო კამპანიაში, წყლის რაციონალურად მოხმარებას შესახებ , ატარებენ კვლევებს, წერენ სტატიებს. ასევე ყოველწიურად მონაწილეობენ სტიქიური კატასტროფების მართვის შესახებ Besafene-ის მიერ ევროპის მასშტაბით ორგანიზებულ ოლიმპიადაში.

    მარინესთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მონაწილეობა ფორუმში, „პარტნიორები განათლებაში 2013“ რომლის მიზანი ინოვაციური სწავლა-სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდა იყო. პედაგოგთა ფორუმზე, პროექტით ,,უსაფრთხო კვება”, მან პირველი ადგილი მოიპოვა. ასევე თვლის, რომ სწორად გამოიყენა პროექტის – „მასწავლებელი მეგზური ევროპისაკენ“ შესაძლებლობა და მოსწავლეებთან ერთად განახორციელა პროექტი ,,ევროკავშირი და საქართველო“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო სისტემების გასაცნობად იმყოფებოდა ლატვიაში.

    14 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე მუდმივად ცდილობს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და მიიჩნევს, რომ 2019 წელს გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებლების სტატუსის მოპოვება სხვებისთვის სტიმულის მიმცემია. გეოგრაფიის სწავლებისას მარინე იყენებს პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლების მიდგომებს. ამასთან, ვინაიდან დღეს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ცდილობს ამ მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყოს ხელი.

    ქ. გორის N12 საჯარო სკოლა ერთ-ერთი გამორჩეულია. მარინე თვლის, რომ ეს, მისი დამსახურებაცაა, რადგან სკოლას, მოსწავლეებთან ერთად, სხვადასხვა პროექტში ჩართულობით არაერთი წარმატება მოუტანა. ის თანამშრომლობს ადგილობრივ მედიასთან და ყველა მნიშვნელოვან გარემოსდაცვით აქტივობას წარუდგენს საზოგადოებას. ეს კი დიდ როლს თამაშობს ადგილობრივი თემის განვითარების პროცესში. მარინეს მიაჩნია, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრობა ასევე მნიშვნელოვანი წარმატებაა სკოლისთვის, თემისთვის და რეგიონისთვის.

    • Share:
    author avatar
    Tprize.GE

    წინა სიახლე

    ივანე დიდებელი
    აგვისტო 14, 2020

    შემდეგი სიახლე

    მარინე ფორჩხიძე
    აგვისტო 14, 2020

    დაკავშირებული სიახლეები

    კ
    ვებინარები მასწავლებლებისთვის
    25 იანვარი, 2023
    MAK00407
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია როლანდ შავაძე
    8 ოქტომბერი, 2022
    Best dating sites for over 50
    26 სექტემბერი, 2022

    Many local newspapers had online personals in the mid 1990s but were bought out by these big dating sites. From some of the comments it really shows how desperate dating sites are for money that they even advertise in comment …

    სიახლეები

    Tprize.GE
    სექტემბერი 25, 2018

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება

    Education WordPress Theme by ThimPress. Powered by WordPress.

    • Privacy
    • Terms
    • Sitemap
    • Purchase