• მთავარი
  • ჯილდოს შესახებ
    • შერჩევის კრიტერიუმები
    • შერჩევის პროცესი
    • ჟიური
    • სააპლიკაციო ფორმა
    • ნომინირება
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სიახლეები
  • ათეულთა კლუბი
    • საუკეთესო ათეული 2020
    • საუკეთესო ათეული 2019
    • საუკეთესო ათეული 2018
    • საუკეთესო ათეული 2017
  • გამარჯვებულები
  • გალერეა
  • კონტაქტი
Tprize
    • მთავარი
    • ჯილდოს შესახებ
      • შერჩევის კრიტერიუმები
      • შერჩევის პროცესი
      • ჟიური
      • სააპლიკაციო ფორმა
      • ნომინირება
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სიახლეები
    • ათეულთა კლუბი
      • საუკეთესო ათეული 2020
      • საუკეთესო ათეული 2019
      • საუკეთესო ათეული 2018
      • საუკეთესო ათეული 2017
    • გამარჯვებულები
    • გალერეა
    • კონტაქტი

    ლაურა გოტიაშვილი

    ლაურა გოტიაშვილი

    • ავტორი Tprize.GE
    • თარიღი ივლისი 25, 2019

    ლაურა გოტიაშვილი მუშაობს სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლაში ქართული, როგორც მეორე ენის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2013 წლიდან ჩართულია „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის“ პროგრამაში. გავლილი აქვს სტაჟირება ევროპარლამენტში, ქ. ბრიუსელში.

    ლაურა მუშაობს აზერბაიჯანულენოვან სკოლაში და აქტიურად ცდილობს მოსწავლეებს შეაყვაროს საქართველო და ჩამოუყალიბოს ტოლერანტული ღირებულებები. მისი პედაგოგიური პრაქტიკა ემყარება პროექტებით სწავლებას, კერძოდ კეთებით სწავლას. მოსწავლეების ინტერესისა და მოტივაციის ზრდისათვის იყენებს როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური სწავლების მეთოდებს. მეგობრული სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს ბულინგის წინააღმდეგ, რაც ეხმარება მოსწავლეებს განუვითაროს ჯგუფურად მუშაობის უნარ-ჩვევები.

    2016 წლიდან ლაურა ახორციელებს პროექტს „სკოლის სტამბა“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ირჩევენ მათთვის სასურველ თემას, იძიებენ ინფორმაციას, ხატავენ შესაბამის ილუსტრაციებს, ქმნიან წიგნების ელექტრონულ ვერსიებს, არსებული რესურსების ფარგლებში ბეჭდავენ, კინძავენ და შემდეგ ნაშრომს წარუდგენენ სკოლას. ასევე, წიგნების კითხვისა და ბიბლიოთეკის პოპულარიზაციის მიზნით ლაურამ ჩამოაყალიბა „მკითხველთა კლუბი“, რომლის მონაწილე მოსწავლეებიც ქართულ ენაზე კითხულობენ წიგნებს და ერთმანეთს უზიარებენ შეძენილ ცოდნას. 2019 წელს ევროკავშირისა და ნატოს შესახებ ცნობიერების  ზრდის მიზნით ლაურამ დაიწყო ლექციების კურსი X-XI-XII კლასის მოსწავლეებისათვის და გაიმარჯვა „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ კონკურსში „100 ლექცია ევროპის შესახებ“.

    ლაურა აქტიურად მუშაობს სოფელში მცხოვრებ მოსახლეობასთან. ასწავლის რეზიუმეს, განცხადების, აპლიკაციების თუ სხვა ოფიციალური დოკუმენტების მომზადებას. ასევე, 2018 წელს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, იძულებით გადაადგილებულ, მცირე შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს ჩაუტარა გრძელვადიანი ტრენინგი ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობაში ჩართვის სხვადასხვა მეთოდების, ელექტრონული მმართველობისა და სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობის შესახებ.

    ლაურა ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება სტერეოტიპებთან და ბულინგთან ბრძოლის კუთხით. ის ხშირად ატარებს ტრენინგებს აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისათვის.

    ბიოგრაფია

    ლაურა გოტიაშვილი დაიბადა 1991 წლის 2 მარტს, ქ. ქუთაისში. 2009 წელს დაამთავრა ქუთაისის N8 საჯარო სკოლა. ამავე წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტი. 2013 წლიდან ჩართულია პროგრამაში „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლაში  ასწავლის ქართულ ენას.  2015 წელს სწავლა გააგრძელა საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც  ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე. 2017 წელს გაიარა სტაჟირება ევროპარლამენტში, ქალაქ ბრიუსელში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში განათლებისა და კულტურის კომიტეტთან თანამშრომლობით. 2019 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა ათეულის წევრი.

     

    • Share:
    author avatar
    Tprize.GE

    წინა სიახლე

    ხათუნა გოგალაძე
    ივლისი 25, 2019

    შემდეგი სიახლე

    ნათია კურტანიძე
    ივლისი 25, 2019

    დაკავშირებული სიახლეები

    154018177_3916854335045669_7720710813409805393_n
    2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
    4 მარტი, 2021
    foto jildo
    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა
    6 ოქტომბერი, 2020
    ხუთეული ფბ
    2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა
    7 სექტემბერი, 2020

    სიახლეები

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება
    25სექ2018
    მასწავლებელი ჩიბათიდან გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორისაა
    13დეკ2018

    Education WordPress Theme by ThimPress. Powered by WordPress.

    • Privacy
    • Terms
    • Sitemap
    • Purchase