• მთავარი
  • ჯილდოს შესახებ
    • შერჩევის კრიტერიუმები
    • შერჩევის პროცესი
    • ჟიური
    • სააპლიკაციო ფორმა
    • ნომინირება
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სიახლეები
  • ათეულთა კლუბი
    • საუკეთესო ათეული 2020
    • საუკეთესო ათეული 2019
    • საუკეთესო ათეული 2018
    • საუკეთესო ათეული 2017
  • გამარჯვებულები
  • გალერეა
  • კონტაქტი
Tprize
    • მთავარი
    • ჯილდოს შესახებ
      • შერჩევის კრიტერიუმები
      • შერჩევის პროცესი
      • ჟიური
      • სააპლიკაციო ფორმა
      • ნომინირება
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სიახლეები
    • ათეულთა კლუბი
      • საუკეთესო ათეული 2020
      • საუკეთესო ათეული 2019
      • საუკეთესო ათეული 2018
      • საუკეთესო ათეული 2017
    • გამარჯვებულები
    • გალერეა
    • კონტაქტი

    ინგა მოსიძე

    ინგა მოსიძე

    • ავტორი Tprize.GE
    • თარიღი ივლისი 25, 2019

    ინგა მოსიძე მუშაობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლად 1996 წლიდან, ხოლო 2004 წლიდან ასწავლის სამოქალაქო განათლებას. 2007 წლიდან არის ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე.

    ინგას პედაგოგიური პრაქტიკისათვის დამახასიათებელია პროექტული სწავლება, როგორც ფორმალური ასევე არაფორმალური განათლების ფარგლებში. ის მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით ხშირად მიმართავს სიტუაციური ამოცანების მოდელირებასა და განხილვას, დისკუსიის გზით დილემების გადაწყვეტას, იყენებს მედია-რესურსებსა და ეწევა ადვოკატირების კამპანიას სკოლის თემისა და კლასის საჭიროებების გათვალისწინებით.

    ინგასთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის სწორი ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბება. ტოლერანტობის და თანასწორობის ფასეულობის გათავისების მიზნით განახორციელა პროექტი: “სივრცე – ახალი შესაძლებლობის საწინდარი“, ხოლო სამართლებრივი კულტურის და კანონის უზენაესობას გააზრებისათვის ახორციელებს პროექტებს „მე და კონსტიტუცია“ და “არასრულწლოვანთა დანაშაული“. მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების ჩამოყალიბების მიზნით მოსწავლეებთან ერთად ახორციელებს ინიციატივებს: “აქტიური მოქალაქობიდან გმირობამდე“, „ჩვენი მომავალი ევროპაშია“. ინგას მოსწავლეები გამოირჩევიან სამოქალქო აქტივიზმით, მონაწილეობენ სხვდასხვა კონკურსებში და აღწევენ წარმატებას. წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს სამოქალაქო განათლებაში და ახერხებენ სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებას.

    ინგა ცდილობს მოხალისეობრივად დაეხმაროს მოსწავლეებსა თუ კოლეგებს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში. ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების კლუბებისა და პროექტის „მომავლის თაობის“ ფასილიტატორია. ხშირად მონაწილეობს რეგიონალურ და მუნიციპალურ კონფერენციებში და უზიარებს საკუთარ გამოცდილებას გაკვეთილების დაგეგმვის მიმართულებით როგორც აჭარის, ასევე სხვა რეგიონის მასწავლებლებს, რეკომენდაციას უწევს თუ როგორ გამოიყენონ სამოქალაქო განათლების თემები სადამრიგებლო პროგრამებში და ეხმარება სამოდელო გაკვეთილების დაგეგმვაში. ინგა ცდილობს საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში ჩართოს სრულიად თემი და ამ მიზნით გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა ინიციატივებს.

    ბიოგრაფია

    ინგა მოსიძე დაიბადა 1973 წლის 22 აგვისტოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში. 1990 წელს დაამთავრა ფერიის საშუალო სკოლა. ამავე წელს გახდა გონიოს კოოპერაციული ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი. 1996 წლიდან მუშაობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების და ისტორიის მასწავლებლად. 2007 წლიდან ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე. 2018 წელს აჭარის განათლების სამინისტროს მიერ დასახელდა რეგიონის წარმატებულ მასწავლებლად. 2019 წელს სამოქალაქო განათლების ფორუმის ეროვნულ კონფერენციაზე მიიღო რეგიონის 2018 წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგის ჯილდო. 2019 წელს მიიღო მონაწილეობა ბათუმის მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და იმყოფებოდა სტაჟირებით პოლონეთში. არის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის აჭარის რეგიონალური საბჭოს წევრი. 2019 წელს მონაწილეობა მიიღო კონკურში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ და მოხვდა საუკეთესო ათეულში.

     

     

     

    • Share:
    author avatar
    Tprize.GE

    წინა სიახლე

    ქეთევან მერებაშვილი
    ივლისი 25, 2019

    შემდეგი სიახლე

    სალომე ფურცხვანიძე
    ივლისი 25, 2019

    დაკავშირებული სიახლეები

    154018177_3916854335045669_7720710813409805393_n
    2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
    4 მარტი, 2021
    foto jildo
    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა
    6 ოქტომბერი, 2020
    ხუთეული ფბ
    2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა
    7 სექტემბერი, 2020

    სიახლეები

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება
    25სექ2018
    მასწავლებელი ჩიბათიდან გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორისაა
    13დეკ2018

    Education WordPress Theme by ThimPress. Powered by WordPress.

    • Privacy
    • Terms
    • Sitemap
    • Purchase