• მთავარი
  • ჯილდოს შესახებ
    • შერჩევის კრიტერიუმები
    • შერჩევის პროცესი
    • ჟიური
    • სააპლიკაციო ფორმა
    • ნომინირება
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სიახლეები
  • ათეულთა კლუბი
    • საუკეთესო ათეული 2022
    • საუკეთესო ათეული 2021
    • საუკეთესო ათეული 2020
    • საუკეთესო ათეული 2019
    • საუკეთესო ათეული 2018
    • საუკეთესო ათეული 2017
  • გამარჯვებულები
  • სპონსორები და მხარდამჭერები
  • რესურსები
    • კრიტიკული აზროვნება
  • გალერეა
  • კონტაქტი
Tprize
    • მთავარი
    • ჯილდოს შესახებ
      • შერჩევის კრიტერიუმები
      • შერჩევის პროცესი
      • ჟიური
      • სააპლიკაციო ფორმა
      • ნომინირება
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სიახლეები
    • ათეულთა კლუბი
      • საუკეთესო ათეული 2022
      • საუკეთესო ათეული 2021
      • საუკეთესო ათეული 2020
      • საუკეთესო ათეული 2019
      • საუკეთესო ათეული 2018
      • საუკეთესო ათეული 2017
    • გამარჯვებულები
    • სპონსორები და მხარდამჭერები
    • რესურსები
      • კრიტიკული აზროვნება
    • გალერეა
    • კონტაქტი

    თეონა შერაზადიშვილი

    თეონა შერაზადიშვილი

    • ავტორი Tprize.GE
    • თარიღი აგვისტო 14, 2020

    თეონა შერაზადიშვილმა 2003 წელს დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, თუმცა პედაგოგიური საქმიანობა გაცილებით ადრე, 19 წლის ასაკში, დაიწყო. 2000 წლიდან ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას სსიპ სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლაში, ხოლო 2006-2012 წლებში მუშაობდა ამავე სკოლის დირექტორის მოადგილედ. 2013 წლიდან, პარალელურად ასწავლის ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლაში. არის „საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის „G-PriEd“ და „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ტრენერი. 2011-2019 წლებში ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდა ოთხ სპეციალობაში: ქართული ენა და ლიტერატურა (I-XII კლასები), დაწყებითი საფეხური (I-IV კლასები), ქართული, როგორც მეორე ენა და სამოქალაქო განათლება. 2019 წელს მიიღო წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

    თეონას მიაჩნია, რომ სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია მოსწავლეში  სამოქალაქო თვითშეგნების ჩამოყალიბება და ემპათიის გაღვივება ჰუმანიზმის პრინციპების დაცვით.  მისი აზრით, ცვალებად და ერთგვარად ტექნოკრატიულ სამყაროში ერთ-ერთი გამოწვევაა-მიაღწიო მიზანს და დარჩე ადამიანად. თეონა ცდილობს მოსწავლეებს აკადემიურ განათლებასთან ერთად მოსწავლეების სწორი ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში დაეხმაროს. თეონა ცდილობს მოსწავლეებს როლური თამაშების, სიტუაციური ამოცანების, სწავლების საინტერესო და მრავალფეროვანი მიდგომების გამოყენებით და  უპირველეს ყოვლისა, პირადი მაგალითით, ასწავლოს მოსმენა, თანაგანცდა, ზრუნვა და ამასთანავე ბრძოლა და პრინციპულობა ძირითადი ღირებულებების დასაცავად.

    მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი მოსწავლეთა შედეგებია. თეონას მოსწავლეები წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს, მონაწილეობენ კონფერენციებსა და ოლიმპიადებში, საუკეთესოდ ფლობენ წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს. ბევრი მათგანი წარმატებულია საკუთარ პროფესიაში. მისი ორი მოსწავლე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის ფარგლებში სასწავლებლად იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. კონკურსში მათი წარმატება, გარდა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნისა, განაპირობა სწორედ იმ უნარ-ჩვევებმა და დამოკიდებულებებმა, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე ჩამოუყალიბდათ.

    თეონა შერაზადიშვილი ტრენერის პოზიციიდან ცდილობს მასწავლებლის პროფესიის განვითარებასა და პოპულარიზაციას. მასწავლებელთა საჭიროებებისა და სურვილის გათვალისწინებით ამზადებს პრეზენტაციებს, ატარებს სამოდელო გაკვეთილებს, აცნობს ინოვაციურ მეთოდებს. არის მასწავლებელთა პირველი და მეორე ეროვნული კონფერენციების მონაწილე. სკოლაში თეონას პოზიტიურ სამოქალაქო აქტივობას განეკუთვნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება: წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, წერილის წერის დღე, ოკუპაციის კვირეულში მონაწილეობა, ტოლერანტობის კვირეული და ა. შ. გარდა ამისა, მის მიერ განხორციელებულ სამოქალაქო აქტივობათაგანია ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე.

    თეონა ცდილობს შეცვალოს ნეგატიური დამოკიდებულება მნიშვნელოვანი  საკითხების მიმართ და მოსწავლეებთან ერთად განხორციელებული საქმიანობით ხელი შეუწყოს ჰუმანური, სამოქალაქო ღირებულებებზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

     

    • Share:
    author avatar
    Tprize.GE

    წინა სიახლე

    ელზა ხარშილაძე
    აგვისტო 14, 2020

    შემდეგი სიახლე

    ივანე დიდებელი
    აგვისტო 14, 2020

    დაკავშირებული სიახლეები

    კ
    ვებინარები მასწავლებლებისთვის
    25 იანვარი, 2023
    MAK00407
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია როლანდ შავაძე
    8 ოქტომბერი, 2022
    Best dating sites for over 50
    26 სექტემბერი, 2022

    Many local newspapers had online personals in the mid 1990s but were bought out by these big dating sites. From some of the comments it really shows how desperate dating sites are for money that they even advertise in comment …

    სიახლეები

    Tprize.GE
    სექტემბერი 25, 2018

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება

    Education WordPress Theme by ThimPress. Powered by WordPress.

    • Privacy
    • Terms
    • Sitemap
    • Purchase