
2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია როლანდ შავაძე. უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ როლანდმა ხულოში, მაღალმთიან აჭარაში დაიწყო ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობა. მას შემდეგ, როლანდი გამუდმებით ცდილობს თავის მოსწავლეებს დაანახოს ახალი შესაძლებლობები და მათ ამ შესაძლებლობების გამოყენება ასწავლოს. წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს …
განათლების კოალიციის ინიციატივითა და EPAM Georgia-ს სპონსორობით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ვიდეოკონკურსი „მომავალი განათლებაშია“ გამოცხადდა.
2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე ნომინირების და აპლიკაციის წარდგენის პერიოდი დაიწყო. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება 4 აპრილიდან 13 მაისის, ხოლო აპლიკაციების მიღება 4 აპრილიდან 18 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. “ უპირველეს ყოვლისა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და …
2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ამასთან ერთად გაიხსნა ნომინირების და აპლიკაციის წარდგენის პერიოდიც. ღონისძიება განათლების კოალიციის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ გახსნა. მაყურებელს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის …
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2020 წლის გამარჯვებული სოფიო გოგოხია გახდა. ის აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. 2020 წლის გამარჯვებული კონკურსის ჟიურიმ ხუთი საუკეთესო ფინალისტიდან გამოარჩია, ესენი არიან: სოფიო გოგოხია – აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის …
განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან …
s
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი “მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს” 50 ფინალისტს შორის დასახელებულ ქართველ მასწავლებელს შეხვდა. კობა გვენეტაძემ ლადო აფხაზავას წარმატება მიულოცა და საკოლექციო დანიშნულების მონეტა აჩუქა. ასევე, მათ ფინანსური განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის …
2017 და 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებლები, ლადო აფხაზავა და მანანა კაპეტივაძე მასწავლებლის მეექვსე ეროვნულ კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ. კონფერენციის „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სკოლაში“ მიზანია მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება, ასევე ცნობიერების ამაღლება ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით. …
2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრს, ჯაბა ლაბაძეს და მის მოსწავლეებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ სურამის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს მეოცე საუკუნის დასაწყისში უნივერსიტეტის დაარსების მნიშვნელობაზე, იმ დროს არსებულ სირთულეებსა და …
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ქალაქ ბაღდათის № 2 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი, მანანა კაპეტივაძე გახდა. მას ფულადი პრიზის სახით კამპანიის გენერალურმა სპონსორმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 10 000 ლარი გადასცა. ხოლო დანარჩენი ოთხი ფინალისტი „ლიბერთი ბანკმა“ დააჯილდოვა. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიციის „განათლება …