ფორმის შევსების დასრულებამდე დარჩა

1 მარტი - 25 აპრილი

გთხოვთ მოგვიყვეთ თქვენი პროფესიული კარიერის შესახებ(მაქსიმუმ 200 სიტყვა)
  • აღწერეთ, რა არის თქვენი საკვანძო მიღწევები და ძლიერი მხარეები.
  • რა გამოწვევებს შეხვდით პროფესიაში, როგორ გაუმკლავდით სირთულეებს?
  • აღწერეთ რას აკეთებთ თქვენი პროფესიული განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებისთვის?
  • როგორ თანამშრომლობთ თქვენს კოლეგებთან სკოლაში და სკოლის მიღმა? როგორ ცდილობთ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას? აღნიშნული შეიძლება მოიაზრებდეს პროფესიული საზოგადოებების წევრობას, კვლევით და პუბლიცისტურ საქმიანობას, კონფერენციებში და ტრენინგებში მონაწილეობას, რესურსების შექმნას და გავრცელებას და სხვა

გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი პედაგოგიური პრაქტიკის შესახებ (მაქსიმუმ 250 სიტყვა).
  • აღწერეთ რა ძირითად პედაგოგიურ მიდგომებს იყენებთ სწავლებისას?
  • რა ინოვაციურ მეთოდებს ან რესურსებს იყენებთ სწავლებისას?
  • რა გამოწვევებს წააწყდით დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისას? რა მეთოდები/ინიციატივები დაგეხმარათ გამოწვევების დაძლევაში, რა გამოწვევებს ვერ გაუმკლავდით?

გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი პედაგოგიური პრაქტიკის შესახებ (მაქსიმუმ 200 სიტყვა). გთხოვთ, აღწეროთ როგორ აკვირდებით მოსწავლეების სასწავლო შედეგებს. რომელ მეთოდს იყენებთ სასწავლო შედეგების გასაზომად და როგორ იყენებთ მოსწავლის მონაცემებს მისი სწავლის ხელშესაწყობად?

გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი პედაგოგიური პრაქტიკის შესახებ (მაქსიმუმ 200 სიტყვა).
  • აღწერეთ როგორ, რა მიდგომებით უწყობთ ხელს მოსწავლეებში (საკვანძო) გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას და კარგი მოქალაქეობის ღირებულებების განმტკიცებას?
  • მოგვიყევით, რა მიდგომებს იყენებთ თქვენს პრაქტიკაში ბავშვთა უფლებების დაცვისთვის და მოსწავლეებს შორის თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განმტკიცებისთვის?

გთხოვთ მოგვიყვეთ თქვენი სასკოლო და სათემო აქტიურობის შესახებ (მაქსიმუმ 150 სიტყვა).
  • აღწერეთ საგნის სწავლების მიღმა როგორ ერთვებით სასკოლო და სათემო ცხოვრებაში; რა აქტივობებს ახორციელებთ მოსწავლეებთან, მშობლებთან, თემის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სკოლაში და თემში?
  • როგორ უწყობთ ხელს სკოლის ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში?

გაგვიზიარეთ რა გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო და როგორ გამოიყენებდით გამარჯვებულის სტატუსს?
(მაქსიმუმ 100 სიტყვა)

გთხოვთ, წარმოადგინეთ ბოლო 3 წლის განმავლობაში თქვენ მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი და გამორჩეული პროექტების/ინიციატივების სია და მოკლედ აღწერეთ თითოეული პროექტი.
  • პროექტების აღწერისას გამოყავით სასკოლო და არასასკოლო პროექტები და მიუთითეთ, რომელია მათ შორის თქვენი ინიციატივით შემუშავებული პროექტი.