ზოგადი ინფორმაცია

for english scroll down

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველო“ არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

2017 წლის 19 მარტს, განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე საქართველომ მიიღო მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია. საქართველოს ფორუმზე წარმოადგენდა განათლების კოალიცია.

აკრედიტაციის საფუძველზე, კოალიციის ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან (TPDC) პარტნიორობით, დაიწყო და 2017 წელს პირველად ჩატარდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო. აღნიშნულს შეუერთდა და მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

 „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი. მხარდამჭერები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, „ლიბერთი ბანკი“, კონსულტაციის და ტრენინგების ცენტრი (ctc), ტელეკომპანია „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და მარკეტინგული კომპანია „4მედია“.

ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს პრიზის სახით გადაეცემა 10 000 ლარი.

About us

“Global Teacher prize – Georgia” is a part of the global campaign that aims to promote teacher profession and increase its prestige, identify successful teacher and present him/her to the society.

Georgia received Global Teacher Prize accreditation at Global Education and Skills forum on March 19th 2017. “Education for All – Georgia” represented Georgia at the forum.

The first National Teacher Prize was initiated and implemented in cooperation with National Canter for Teacher Professional Development (TPDC) in 2017. Later the Ministry of Education and Science of Georgia joined and supported the initiation.

Gudavadze-Patarkatsishvili Foundation is the general sponsor of the project. Other supporters are: Ilia State University, Liberty Bank, Center for Training and Consultancy (CTC), TV Imedi, Georgian Public Broadcast and the marketing company 4Media.

The winner of the National Teacher Prize receives 10 000 Georgian Lari as an award.