• მთავარი
  • ჯილდოს შესახებ
    • შერჩევის კრიტერიუმები
    • შერჩევის პროცესი
    • ჟიური
    • სააპლიკაციო ფორმა
    • ნომინირება
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სიახლეები
  • ათეულთა კლუბი
    • საუკეთესო ათეული 2022
    • საუკეთესო ათეული 2021
    • საუკეთესო ათეული 2020
    • საუკეთესო ათეული 2019
    • საუკეთესო ათეული 2018
    • საუკეთესო ათეული 2017
  • გამარჯვებულები
  • სპონსორები და მხარდამჭერები
  • რესურსები
    • კრიტიკული აზროვნება
  • გალერეა
  • კონტაქტი
Tprize
    • მთავარი
    • ჯილდოს შესახებ
      • შერჩევის კრიტერიუმები
      • შერჩევის პროცესი
      • ჟიური
      • სააპლიკაციო ფორმა
      • ნომინირება
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სიახლეები
    • ათეულთა კლუბი
      • საუკეთესო ათეული 2022
      • საუკეთესო ათეული 2021
      • საუკეთესო ათეული 2020
      • საუკეთესო ათეული 2019
      • საუკეთესო ათეული 2018
      • საუკეთესო ათეული 2017
    • გამარჯვებულები
    • სპონსორები და მხარდამჭერები
    • რესურსები
      • კრიტიკული აზროვნება
    • გალერეა
    • კონტაქტი

    სიახლეები

    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები დასახელდნენ

    • ავტორი Tprize.GE
    • კატეგორია სიახლეები
    • თარიღი სექტემბერი 6, 2022
    • კომენტარი 0 კომენტარი

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა. მათგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.

    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები, უკრაინის გლობალური ჯილდოს 2017-2021 წლების გამარჯვებულმა მასწავლებლებმა დაასახელეს. ესენი არიან:

    • მიხეილ ლაბარტყავა – დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის ,,შავნაბადა” ქიმიის მასწავლებელი;
    • ნანა მგალობლიშვილი – ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
    • როლანდ შავაძე – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;
    • სოფიო ძიგრაშვილი – ქუთაისის N33 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი;
    • ირა ძირკვაძე – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებელი.

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

    კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი ბანკი. მხარდამჭერები არიან: განათლების და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, EPAM Georgia, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.

    • Share:
    author avatar
    Tprize.GE

    წინა სიახლე

    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია
    სექტემბერი 6, 2022

    შემდეგი სიახლე

    Best dating sites for over 50
    სექტემბერი 26, 2022

    დაკავშირებული სიახლეები

    MAK00407
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია როლანდ შავაძე
    8 ოქტომბერი, 2022
    288223186_1238683573548845_5068427204033841081_n
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია
    24 ივნისი, 2022
    20 05 მასწავლებლები ქპვერი (1)
    ვიდეოკონკურსი „მომავალი განათლებაშია“
    25 მაისი, 2022

    დატოვეთ კომენტარი კომენტარის გაუქმება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

    სიახლეები

    Tprize.GE
    სექტემბერი 25, 2018

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება

    Education WordPress Theme by ThimPress. Powered by WordPress.

    • Privacy
    • Terms
    • Sitemap
    • Purchase