• მთავარი
  • ჯილდოს შესახებ
    • შერჩევის კრიტერიუმები
    • შერჩევის პროცესი
    • ჟიური
    • სააპლიკაციო ფორმა
    • ნომინირება
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სიახლეები
  • ათეულთა კლუბი
    • საუკეთესო ათეული 2020
    • საუკეთესო ათეული 2019
    • საუკეთესო ათეული 2018
    • საუკეთესო ათეული 2017
  • გამარჯვებულები
  • გალერეა
  • კონტაქტი
Tprize
    • მთავარი
    • ჯილდოს შესახებ
      • შერჩევის კრიტერიუმები
      • შერჩევის პროცესი
      • ჟიური
      • სააპლიკაციო ფორმა
      • ნომინირება
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სიახლეები
    • ათეულთა კლუბი
      • საუკეთესო ათეული 2020
      • საუკეთესო ათეული 2019
      • საუკეთესო ათეული 2018
      • საუკეთესო ათეული 2017
    • გამარჯვებულები
    • გალერეა
    • კონტაქტი

    ათეულთა კლუბი

    პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

    • ავტორი Tprize.GE
    • კატეგორია ათეულთა კლუბი, სიახლეები
    • თარიღი ოქტომბერი 2, 2019
    • კომენტარი 0 კომენტარი

    განათლების კოალიციის ორგანიზებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო დობორჯგინიძე, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეობის ჩართულობის პროგრამის ხელმძღვანელი თამარ გურჩიანი, ჟურნალ „მასწავლებლის“ რედაქტორი ნატალია ინგოროყვა, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული მანანა კაპეტივაძე.

    ღონისძიებაზე განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია პროექტის შემაჯამებელი ანგარიშით წარდგა. თემატური პრეზენტაცია გააკეთა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტმა, ხელოვნების მასწავლებელმა ინდოეთიდან, სვარუპ რავალმა.

    პროექტს „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის“ ახორციელებს განათლების კოალიცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მისი მიზანია პედაგოგებში კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობის აქტუალიზაციისა და სწავლა-სწავლების პროცესში მისი გამოყენების ხელშეწყობა. პროექტი ხორციელდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის მასწავლებელთა მონაწილეობით.

    პროექტი ითვალისწინებდა დროის მოკლე მონაკვეთში ინტენსიური კამპანიის წარმოებას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრების მონაწილეობით. კლუბში გაერთიანებული არიან 2017-2019 წლებში ჯილდოს საუკეთესო ათეულში შემავალი მასწავლებლები. ისინი სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიების ფარგლებში კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ. მასწავლებლების მონაწილეობით მომზადდა ვიდეორგოლები, ბროშურები და გზამკვლევი კრიტიკული აზროვნების შესახებ.

    • Share:
    author avatar
    Tprize.GE

    წინა სიახლე

    “მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
    ოქტომბერი 2, 2019

    შემდეგი სიახლე

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ცნობილია
    ოქტომბერი 7, 2019

    დაკავშირებული სიახლეები

    154018177_3916854335045669_7720710813409805393_n
    2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
    4 მარტი, 2021
    foto jildo
    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა
    6 ოქტომბერი, 2020
    ხუთეული ფბ
    2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა
    7 სექტემბერი, 2020

    დატოვეთ კომენტარი კომენტარის გაუქმება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

    სიახლეები

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება
    25სექ2018
    მასწავლებელი ჩიბათიდან გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორისაა
    13დეკ2018

    Education WordPress Theme by ThimPress. Powered by WordPress.

    • Privacy
    • Terms
    • Sitemap
    • Purchase