• მთავარი
  • ჯილდოს შესახებ
    • შერჩევის კრიტერიუმები
    • შერჩევის პროცესი
    • ჟიური
    • სააპლიკაციო ფორმა
    • ნომინირება
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სიახლეები
  • ათეულთა კლუბი
    • საუკეთესო ათეული 2020
    • საუკეთესო ათეული 2019
    • საუკეთესო ათეული 2018
    • საუკეთესო ათეული 2017
  • გამარჯვებულები
  • გალერეა
  • კონტაქტი
Tprize
    • მთავარი
    • ჯილდოს შესახებ
      • შერჩევის კრიტერიუმები
      • შერჩევის პროცესი
      • ჟიური
      • სააპლიკაციო ფორმა
      • ნომინირება
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სიახლეები
    • ათეულთა კლუბი
      • საუკეთესო ათეული 2020
      • საუკეთესო ათეული 2019
      • საუკეთესო ათეული 2018
      • საუკეთესო ათეული 2017
    • გამარჯვებულები
    • გალერეა
    • კონტაქტი

    ათეულთა კლუბი

    პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ ფარგლებში მასტერკლასი ჩატარდა

    • ავტორი Tprize.GE
    • კატეგორია ათეულთა კლუბი, სიახლეები
    • თარიღი ივლისი 5, 2019
    • კომენტარი 0 კომენტარი

    პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ ფარგლებში თიბისი ბანკის მხარდაჭერით ტრენერი ანდრო დგებუაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრებს შეხვდა და მათთვის მასტერკლასი „კრიტიკული და სინთეზური აზროვნება“ ჩაატარა.

    შეხვედრაზე ტრენერმა ისაუბრა თუ რატომ არის კრიტიკული აზროვნება მნიშვნელოვანი და რა როლი აქვს მასწავლებელს ამ მაღალი სააზროვნო უნარის განვითარებაში. მასტერკლასის დასრულების შემდეგ ათეულთა კლუბის წევრებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და ესაუბრათ საკუთარ გამოცდილებაზე.

    პროექტი ხორციელდება განათლების კოალიციის მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მასწავლებლებში კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობის წარმოჩენა და სწავლა-სწავლების პროცესში მისი გამოყენების წახალისება. პროექტი ხორციელდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის მასწავლებლების მონაწილეობით. კლუბში გაერთიანებული არიან 2017-2019 წლებში ჯილდოს საუკეთესო ათეულში შემავალი მასწავლებლები.

    პროექტის ფარგლებში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი მასწავლებლები, მოწვეული ექსპერტების მხარდაჭერით, სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებების ფარგლებში კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

    განათლების კოალიცია 2013 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა. მასში გაწევრიანებულია განათლების სფეროში მოღვაწე 15 სხვადასხვა თემატური პროფილის მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია. კოალიციის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხიან განათლებაზე თანაბარ წვდომას ჩვენს ქვეყანაში.

    • Share:
    author avatar
    Tprize.GE

    წინა სიახლე

    განათლების კოალიციამ პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ განხორციელება დაიწყო
    ივლისი 5, 2019

    შემდეგი სიახლე

    "მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
    ივლისი 15, 2019

    დაკავშირებული სიახლეები

    foto jildo
    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა
    6 ოქტომბერი, 2020
    ხუთეული ფბ
    2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა
    7 სექტემბერი, 2020
    ჯილდო 2020
    2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული გამოვლინდა
    15 ივნისი, 2020

    დატოვეთ კომენტარი კომენტარის გაუქმება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

    სიახლეები

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება
    25სექ2018
    მასწავლებელი ჩიბათიდან გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორისაა
    13დეკ2018

    Education WordPress Theme by ThimPress. Powered by WordPress.

    • Privacy
    • Terms
    • Sitemap
    • Purchase