• მთავარი
  • ჯილდოს შესახებ
    • შერჩევის კრიტერიუმები
    • შერჩევის პროცესი
    • ჟიური
    • სააპლიკაციო ფორმა
    • ნომინირება
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სიახლეები
  • ათეულთა კლუბი
    • საუკეთესო ათეული 2021
    • საუკეთესო ათეული 2020
    • საუკეთესო ათეული 2019
    • საუკეთესო ათეული 2018
    • საუკეთესო ათეული 2017
  • გამარჯვებულები
  • სპონსორები და მხარდამჭერები
  • რესურსები
    • კრიტიკული აზროვნება
  • გალერეა
  • კონტაქტი
Tprize
    • მთავარი
    • ჯილდოს შესახებ
      • შერჩევის კრიტერიუმები
      • შერჩევის პროცესი
      • ჟიური
      • სააპლიკაციო ფორმა
      • ნომინირება
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სიახლეები
    • ათეულთა კლუბი
      • საუკეთესო ათეული 2021
      • საუკეთესო ათეული 2020
      • საუკეთესო ათეული 2019
      • საუკეთესო ათეული 2018
      • საუკეთესო ათეული 2017
    • გამარჯვებულები
    • სპონსორები და მხარდამჭერები
    • რესურსები
      • კრიტიკული აზროვნება
    • გალერეა
    • კონტაქტი

    ათეულთა კლუბი

    “მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

    • ავტორი Tprize.GE
    • კატეგორია ათეულთა კლუბი, სიახლეები
    • თარიღი ივლისი 15, 2019
    • კომენტარი 0 კომენტარი

    “მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ პროექტის ფარგლებში მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას პროექტით გათვალისწინებული აქტივობები გააცნო. პროექტს განათლების კოალიცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის მიზანია მასწავლებლებში კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობის წარმოჩენა და სწავლა-სწავლების პროცესში მისი გამოყენების წახალისება.

    ღონისძიებაზე პრეზენტაციით წარსდგნენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის წევრები, დაჩი ნანობაშვილი, ნინო აბულაძე და ნათია ფურცელაძე. მათ კოლეგებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, თუ როგორ უწყობენ ხელს კრიტიკული აზროვნების განვითარებას სწავლა-სწავლების პროცესში და კონკრეტული მაგალითები გააცნეს.  პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მასწავლებლებმა დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს.

    პროექტი ითვალისწინებს დროის მოკლე მონაკვეთში ინტენსიური კამპანიის წარმოებას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრების მონაწილეობით.  კლუბში გაერთიანებული არიან 2017-2019 წლებში ჯილდოს საუკეთესო ათეულში შემავალი მასწავლებლები. ისინი სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებების ფარგლებში კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ასევე, მასწავლებლების მონაწილეობით მზადდება ვიდეო რგოლები, ბროშურები და გზამკვლევი კრიტიკული აზროვნების შესახებ.

    *** განათლების კოალიცია 2013 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა. მასში გაწევრიანებულია განათლების სფეროში მოღვაწე 15 სხვადასხვა თემატური პროფილის მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია. კოალიციის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხიან განათლებაზე თანაბარ წვდომას ჩვენს ქვეყანაში.

    • Share:
    author avatar
    Tprize.GE

    წინა სიახლე

    პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ ფარგლებში მასტერკლასი ჩატარდა
    ივლისი 15, 2019

    შემდეგი სიახლე

    2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა
    სექტემბერი 5, 2019

    დაკავშირებული სიახლეები

    288223186_1238683573548845_5068427204033841081_n
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია
    24 ივნისი, 2022
    20 05 მასწავლებლები ქპვერი (1)
    ვიდეოკონკურსი „მომავალი განათლებაშია“
    25 მაისი, 2022
    277822387_537095784439375_8449167787806128661_n
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
    4 აპრილი, 2022

    დატოვეთ კომენტარი კომენტარის გაუქმება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

    სიახლეები

    Tprize.GE
    სექტემბერი 25, 2018

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება

    Education WordPress Theme by ThimPress. Powered by WordPress.

    • Privacy
    • Terms
    • Sitemap
    • Purchase