• მთავარი
  • ჯილდოს შესახებ
    • შერჩევის კრიტერიუმები
    • შერჩევის პროცესი
    • ჟიური
    • სააპლიკაციო ფორმა
    • ნომინირება
    • ხშირად დასმული კითხვები
  • სიახლეები
  • ათეულთა კლუბი
    • საუკეთესო ათეული 2021
    • საუკეთესო ათეული 2020
    • საუკეთესო ათეული 2019
    • საუკეთესო ათეული 2018
    • საუკეთესო ათეული 2017
  • გამარჯვებულები
  • სპონსორები და მხარდამჭერები
  • რესურსები
    • კრიტიკული აზროვნება
  • გალერეა
  • კონტაქტი
Tprize
    • მთავარი
    • ჯილდოს შესახებ
      • შერჩევის კრიტერიუმები
      • შერჩევის პროცესი
      • ჟიური
      • სააპლიკაციო ფორმა
      • ნომინირება
      • ხშირად დასმული კითხვები
    • სიახლეები
    • ათეულთა კლუბი
      • საუკეთესო ათეული 2021
      • საუკეთესო ათეული 2020
      • საუკეთესო ათეული 2019
      • საუკეთესო ათეული 2018
      • საუკეთესო ათეული 2017
    • გამარჯვებულები
    • სპონსორები და მხარდამჭერები
    • რესურსები
      • კრიტიკული აზროვნება
    • გალერეა
    • კონტაქტი

    სიახლეები

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ორგანიზატორები ახალციხის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებს შეხვდნენ

    • ავტორი Tprize.GE
    • კატეგორია სიახლეები
    • თარიღი აპრილი 11, 2019
    • კომენტარი 0 კომენტარი

    კოალიციის „განათლება ყველასათვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ირინა ხანთაძე და კოალიციის დირექტორი, გიორგი ჭანტურია, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებს შეხვდნენ და კამპანიის მიზანი, კონკურსში მონაწილეობის წესები და ძირითადი სიახლეები გააცნეს.

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პოპულარიზაციისა და მასწავლებლების ჩართულობის გაზრდის მიზნით, ასეთი ტიპის შეხვედრები საქართველოს მასშტაბით 17 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. შეხვედრებს უძღვებოდნენ, როგორც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებლები, ასევე 2017-2018 წლების საუკეთესო ათეულის წევრი მასწავლებლები. მათ კამპანიის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას გააცნეს კონკურსში მონაწილეობის წესები, გაუზიარეს საკუთარ გამოცდილება და უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.

    კონკურსში აპლიკაციების მიღება ვებგვერდზე www.tprize.ge 20 აპრილს სრულდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის სამ-ეტაპიან პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს.

    კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, ”მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი გახდება.
    მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დაწესდა კოალიციის „განათლება ყველასათვის“ ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით. წელს კონკურსი მესამედ ტარდება და მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, წარმატებული მასწავლებლის გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

    კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი. მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და 4მედია.

    • Share:
    author avatar
    Tprize.GE

    წინა სიახლე

    test3
    აპრილი 11, 2019

    შემდეგი სიახლე

    ტესტ
    აპრილი 21, 2019

    დაკავშირებული სიახლეები

    288223186_1238683573548845_5068427204033841081_n
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია
    24 ივნისი, 2022
    20 05 მასწავლებლები ქპვერი (1)
    ვიდეოკონკურსი „მომავალი განათლებაშია“
    25 მაისი, 2022
    277822387_537095784439375_8449167787806128661_n
    2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
    4 აპრილი, 2022

    დატოვეთ კომენტარი კომენტარის გაუქმება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

    სიახლეები

    Tprize.GE
    სექტემბერი 25, 2018

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება

    Education WordPress Theme by ThimPress. Powered by WordPress.

    • Privacy
    • Terms
    • Sitemap
    • Purchase